კაცი რომელიც ყველას დააკლდა -დიდ სითბოს ასხივებდა. მთელს საქართველოს ადინა ცრემლი -დიტოს სულის სიმშვიდისთვის..
2018-10-10 20:33:55
Загрузка...
  • p.

    რამდენიმე დღის წინ, კომპანია, “ბრინტო”-ს წარმომადგენლებმა, "ფეიბუქის" ოფიციალურ გვერდზე, სამძიმრის წერილი გამოაქვეყნეს და საზოგადოებას პირობა მისცეს, რომ დიმიტრი ტატიშვილის მიერ დაწყებულ საქმეებს, გააგრძელებენ: 

    “ჩვენთვის უდიდესი დანაკლისი, ყველაზე დიდი ტკივილი, დიმიტრი ტატიშვილი, რომელიც თითქმის მთელმა საქართველომ გაიცნო, მისი კეთილი საქმეებით, არის ის ადამიანი, რომელმაც დატოვა თავისი სახელი …

    “ბრინტო“ – დიმიტრი ტატიშვილის გარეშე აგრძელებს მუშაობას. თუმცა, ყველა საქმე, რაც ჩვენს უკეთილშობილეს ადამიანს ჰქონდა გეგმაში, უპირობოდ შესრულდება. ჩვენ, გვინდა გახსოვდეთ ადამიანი, რომელსაც უკიდეგონო სიყვარული შეეძლო, თითოეული ადამიანისთვის და ეს ყველაფერი დაგვიტოვა ჩვენ, ერთმანეთის სანუგეშოდ, დიტოს სულის სიმშვიდისთვის … ჩვენ ისევე ისე დავეხმარებით ადამიანებს, ისევ ბევრ სიხარულს ვაჩუქებთ მათ. უფალს ებარებოდე, ჩვენო კეთილო სულის ადამიანო. შენ ყოველთვის ჩვენთან იქნები”. - წერენ "ფეისბუქის" პირად გვერდზე, კომპანია "Brinto"-ს წარმომადგენლები.

    შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი დიმიტრი ტატიშვილი, ცნობადი სახე, მას შემდეგ გახდა, რაც ამ ზაფხულს, მისი სახოვრებელი კორპუსის ეზოში, უბნის ბავშვებს, საცურაო აუზი დაუდგა. 25 სექტემბერს, ბიზნესმენი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორაციით, მას დეპრესია ჰქონდა. ცნობილია, რომ ტატიშვილი, კომპანია "Brinto"-ს დამფუძნებელია. გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ტატიშვილი სოციალულ ქსელში, სტატუსს აქვეყნებს:

    "ჩვენ ადამიანებმა, ყოველდღე უნდა ვეფეროთ ერთმანეთს, ერთ დღეს ერთმანეთი აღარ გვეყოლება. დაგვწყდება გული, რომ აღარ ვიქნებით" - წერს დიმიტი ტატიშვილი.  

    კომპანია "Brinto"-ს მიერ გავრცელებულ სტატიას, საზოგადოების დიდი ნაწილი, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    გთავაზობთ კომენტარებს: 

    - "კაცი, რომელიც ყველას დააკლდა, ნაცნობს თუ უცნობს, კაცი, რომლის დატოვებულმა სიკეთემ ქლაქი შეძრა, ეს არის თბილისელებისთვის დატოვებული დიდი მაგალითი სიკეთის კეთებისა, რომელიც ყველას არ შეუძლია და რომლის მიმართაც ვერცერთი ადამიანი ვერ დარჩება გულგრილი"

    - "ახლა იმ სამყაროში ხარ სადაც მხოლოდ სიყვარულია, ისეთი უპირობო სიყვარული როგორიც შენ იცოდი. ზეციური სამყაროდან სიყვარული გვასწავლე ადამიანებს, დიტო!"

    - "მთელმა საქართველომ, ძალიან კეთილი საქმით და ამბით გავიცანით ეს კეთილშობილი ადამიანი. დიტოსნაირ ქართველებზე იდგა და დგას ქვეყანა. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი"

    - "ნათელში ამყოფოს უფალმა! საოცარი ამბავია გაცნობაც და გარდაცვალებაც"

    - "ძალიან დამწყდა გული. გითანაგძობთ მთელს გუნდს და ოჯახს. რამოდენიმეჯერ მომიწია შეხვედრა, როდესაც სანათებს ვყიდულობდი. იმდენი ეფერა და ეთამაშა ჩემს გოგოს. დიდ სითბოს ასხივებდა. მთელს საქართველოს ადინა ცრემლი" -  წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.


    primetime.ge



  • loading...