საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს
2018-10-12 06:07:44
Загрузка...
  • საბერძნეთში  ქართველი ემიგრანტი 23 წლის სოფო წიკლაური გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაციას ,,ემიგრანტების იმედი" შოთო სიხარულიძე ავრცელებს. მისი თქმით, 2 დღის გარდაცვლილი გოგონა ბინაში იპოვეს , რომელსაც დარჩა 2 თვის ბავშვი და მას ძაღლი დარაჯობდა. ერთ-ერთი ვერსიით გოგონა მოკლეს. 

    გოგონას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი ეხმაურება. 

    ,,სოფო სამი წლის წინ გავიცანი,ახალგაზრდა გოგონას ჭკვიან, კრიალა თვალებიდან, სევდანარევი ტკივილი მიყურებდა.მივხვდი ცხოვრების სუსხიან წლებს მარტო უმკლავდებოდა.არადა სულ 23 წლის თუ იქნებოდა.მინდოდა დავხმარებოდი,ვთხოვე მოსულიყო ჩვენს“ქართულ სახლში“ დამპირდა კიო, თითქოს წამიერად მოსწყდა წარსულის წამებს, გაიხარა, ჩვენი შეხვედრით,  მაგრამ არ მოვიდა, დამეკარგა... ამ დღეებში ბავშვის სურათი გადმომიგზავნა ბოდიში მომიხადა, რომ „დავიკარგეთო.“  დღეს კი შავ ფარდად დაეშვა სიყვარული, ოცნება ,იმედი და ყველა მისი საიდუმლო.ბავშვივით გავშრი... სოფო დავკარგეთ,ალბად უკანასკნელად ცრემლი  მოსწყდა  განაწამებ დედას, რომელიც მის ერთი თვის შობილს ხარბად უყურებდა და შველას ითხოვდა.   მისი  პატარა დედას ვერასოდეს ნახავს,  ტრაგიკულად დამთავრდა ამ პატარა გოგონას ყოფა ემიგრაციაში. ბედს წინასწარ ვერავინ გათვლის.ემიგრაციაში კი მსხვერპლი იზრდება.ვერაფერს ვშველით" - წერს დარეჯან ღამბაშიძე.

    სოფო წიკლაურის ფოტოს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე აქვეყნებს.


     



  • loading...