ქვეყანა დიდი სკანდალის მოლოდინში-საპატრიარქოს წიინააღმდეგის მიუხედავად მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი განხილვა არჩევნების შემდეგ განახლდება. სკანდალური გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე, უკვე მიიღეს.იხ. დეტალურად 
2018-10-08 20:52:08
Загрузка...
  • "კანაფის კონტროლის შესახებ" კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადის ორი თვით გადაწევის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე, წამყვანი კომიტეტის - ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს.

    როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, საქართველოში მცენარე კანაფის მოყვანა-კულტივაციას ითვალისწინებს საექსპოტო მიზნებისათვის. ასევე ბიუროს გადაწყვეტილებით, ერთი თვით გადაიწია იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადამ, რომლის მიხედვით, კანაფი/მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. აღნიშნული პროექტი პარლამენტს მხოლოდ პირველი მოსმენით აქვს მიღებული.



  • loading...