22 წლის სადისტურად მოკლული ახალგაზრდა ინტერნეტგარჩევებში მონაწილეობდა - რა გახდა სისხლიან გარჩევის მიზეზი (ვიდეო)
2018-07-18 18:24:07
Загрузка...
  • p.

    თბილისში 22 წლის გეორგ სარქისიანის მკვლელობა სავარაუდოდ სიტყვიერი დაპირისპირება გახდა, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო.

    გამოძიება ძმებს ეძებს, რომლებიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებიან. ძმების მამის თქმით, შელაპარაკება ახალგაზრდებს შორის მათ საცხოვრებელ სახლთან უმისამართო სროლის გამო დაიწყო. მისმა შვილმა, ერიკ ხითარიანმა, მოკლულ გეორგ სარქისიანს, ჰაერში გახსნილი ცეცხლის გამო, მეზობლებისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სავარაუდოდ, გინება გახდა სადისტური მკვლელობის მოტივიც.

    მოკლული ხშირად მონაწილეობდა ინტერნეტგარჩევაში, რომელიც სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში ხდებოდა. 

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.



  • loading...