15 წლის გოგონამ 10 წლის ბავშვს თითები მოაჭრა (ფოტო)
2018-07-18 11:18:32
Загрузка...
  • p.

    შოკისმომგვრელი ინციდენტი ჩეხეთის ქალაქ ბრნოში მოხდა.



    15 წლის ალენა სკრივანკოვამ 10 წლის გოგონას - ჟიტკე სვეხლოვას თითები მოაჭრა, როგორც სრკივანკოვამ განაცხადა, მან სატანას მეგობრის თითები მსხვერპლად შეწირა. მცირეწლოვანი დამნაშავე ფისქიატრულ კლინიკაში მოათავსეს, ხოლო მისი მსხვეპლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    სატანისტი 10 წლის გოგონასთან ბავშვობიდან მეგობრობდა. მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყსიში 15 წლის სკოლის მოსწავლემ გოგონას ტყეში ერთად გასეირნება შესთავაზა. ტყის სიღრმეში შესვლისას, სკრივანკოვამ სვეხლოვა ხეზე მიაბა, რის შემდეგაც მას თითები ნაჯახით მოაჭრა. გოგონამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა მეგობრის თითები სატანისთვის მსხვერპლად შეეწირა. 10 წლის გოგონამ როგორღაც შეძლო თოკი გაეხსნა და სახლში მშობლებთან გაქცეულიყო. ოჯახმა დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

    ,,როდესაც ჩვენ დანაშაულის ადგილას მივედით, ალენა სკრივანკოვა მოჭრილი თითებით ხელში მიწაზე იჯდა", - განაცხადა სამართალდამცავმა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი დანაშაული არასოდეს დაფიქსირებულა. 10 წლის გოგონა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უცნობია, რამდენი თითი დაკარგა გოგნამ, ასევე უცნობია სასჯელის რა ზომა ელის მცირეწლოვან დამნაშავეს.

    brendnews.ge



  • loading...