საზარელი ისტორია, ფაქტის ვიდეო ჩანაწერიც გამაჩნია. მცირეწლოვანი ბავშვები მოატყუა, ხანძარსაწინააღმდეგო წყლით სავსე კასრში თავით აბანავა, შემდეგ შეიყვანა საშრობ ოთახში და დასვა გამათბობელზე დენის ჩამრთველ- გამომრთველით კი ეთამაშებოდა 
2018-04-17 06:50:55
Загрузка...
  • შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე სოციალურ ქსელში წერს:

    „ბავშვების წამება- მამა რომელიც ამას ნახავს და შეეგუება, დედა რომელიც ატირებულ ნაწვალებ შვილს ნახავს და უწყებას დუმილად გაურიგდება, ოფიცერი რომელიც ამ საზარელ ფაქტს შეესწრება და კარიერისთვის დუმილს არჩევს, გამომძიებელი რომელიც ასეთ დანაშაულს განზრახ დაფარავს, პროკურორი რომელიც ამ სისაძაგლის ჩამდენს ბრალს არ წაუყენებს.
    ღირსები არ არიან მამამ ატაროს მამის სახელი, ასეთ დედას ერქვას დედა, ასეთი ღირსება გაყიდული ოფიცერი არაუფლებამოსილია ეცვას სამხედრო მუნდირი, ასეთი გამომძიებელი თეთრი ძაფით საქმის მკერავი მეწაღეა და მეტი არაფერი ხოლო სინდის დაკარგული პროკურორი ჯალათია და არაფერი სხვა.
    სახალხო დამცველი რომელიც ასეთ დანაშაულს დაფარავს მას ხალხთან არაფერი არ ესაქმება.
    აი რისთვის დამატოვებიეს არმია სიმართლის თქმა გახდა დანაშაული. მხოლოდ ორმა ოფიცერმა შევძელით ამაზე ხმამაღლა საუბარი ნაცების დროს გლდანის ჯოჯოხეთ გამოვლილმა ლევან კობაიძემ და მე ჩემი ჩვენების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები ამ ბავშვებიდან პირადად ორჯერ მოვისმინე საზარელი ისტორია დღეს ამ ფაქტის ვიდეო ჩანაწერიც გამაჩნია.

    ,,ნიკოლოზ ქველაძემ რომელიც იყო ბაზის შტაბის უფროსის ირაკლი შაიშმელაშვილის მეგობარი საყარაულო მსვლელობის დროს შემოღობვაზე გადმოსვა მცირეწლოვანი ბავშვები მოატყუა მათ რომ ტანკბში ჩასვამდა აჭამა ბულკები რომელიც მდოგვით იყო სავსე რათა ბავშვებს პირი ასწვოდათ შემდეგ ხანძარსაწინააღმდეგო წყლით სავსე კასრში თავით აბანავა შეიყვანა საყარაულო შენობაში შეშის ღუმელიდან გამოიღო ნახშირი და ბავშვებს სახეზე წაუსვა შემდეგ შეიყვანა საშრობ ოთახში და დასვა გამათბობელზე დენის ჩამრთველ- გამომრთველით კი ეთამაშებოდა დენის სკამის იმიტაციას ამის ვიდეოში თავად საუბრობენ წამების ობიექტები" ამ ფაქტს შემთხვევით შეესწრო უფროსი ლეიტენანტი ლევან კობაიძე ის ამბობს რომ ბავშვები ტიროდნენ და ქველაძეს აგონებდნენ და მუჭებს ურტყამდნენ მან შეაჩერა ეს ვანდალური ფაქტი ამის შესახებ ჯერ მეთაურს მოუყვა და სთხოვა რეაგირება შემდეგ მე გამენდო რაც მოხდა ვასრულებდი საყარაულო ამოცანას შემოღობვაზე ბავშვები მოგვიახლოვდნენ ეროვნებით ჩეჩენმა სოინოვმა რომელიც გამრინებელი იყო მომახსენა ფაქტის შესახებ გავედი და ინსტრუქციის თანახმად ბავშვებს მოუწოდე არ გაკარებოდნენ ეკლიან მავთულხრართს ბაზა მოსკოვის პროსპექტზე მდებარეობს და ბავშვებიც იარაღის დანახვის ინტერესით მოდიოდნენ ჩვენს სანახავად. 
    ერთ ერთმა მათგანმა კეთილი ბიძია დამიძახა და მითხრა მე მაქ ნამყოფი ვარო გამახსენდა უფროსი ლეიტენანტი კობაიძის სიტყვები და დეტალურად გამოვკითხე როგორ მოხვდა საყარაულო შენობაში რის შემდეგაც ბავშვებმა საზარელი წვალების ისტორია მიამბეს ვთხოვე აღარასოდეს გაკარებოდნენ იქაობას შევედი საყარაულო შენობაში და ბავშვების ფაქტის ,,შესახებ საყარაულო უწყისში" ჩანაწერით გავატარე. ვერ ვისვენებდი მზარავდა ეს ამბავი მორიგეობის დამთავრების შემდეგ ბაზის მეთაური და სამხედრო პოლიცია ვნახე ვთხოვე რეაგირება მიეცათ ჩანაწერისთვის. ყვველა დუმდა ვითომ იქ არაფერი მომხდარიყოს როგორც გავიგე ნაწვალები ბავშვების დედა ნაწილში მივარდნილიყო და პასუხს ითხოვდა მომხდარზე ნაწილის მორიგემ ვიცე პოლკოვნიკმა საღირაშვილმა ეს ფაქტი საყარაულო უწყისში წერილობით დააფიქსირა თუმცა რეაგირებას არავინ ახდენდა სამჯერ დავრეკე გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე და მოვითხოვე რეაგირების მოხდენა ინსპექციის უფროსად თინა ხიდაშელს 7 ნოემბრის ყოფილი პროკურორი ირაკლი იმერლიშვილი ჰყავდა დანიშნული რეაგირება ნული.

    იმ დღიდან დაიწყო ჩემი განადგურება დამიბარა ბაზის უფროსმა ილია ლუტიძემ, კაბინეტში იჯდა ირაკლი შაიშმრლაშვილი და 2008 რუსებზე ჩვენი ჯავშან ტექნიკის ჩამბარებელი შალვა კაჭარავა ლუტიძე გენშტაბის უფროსის ნათლიმამა იყო და პრივილეგიებით სარგებლობდა. 
    საუბარი მან დაიწყო .

    ,,შენ ზღვარს გადადი წესრიგს გვირღვევ გვაფორიაქებ რაგინდა ?"
    საუბრაი ებრაელმა შაიშმელაშვილმა განაგრძო

    ,, შენ პატაკებს წერ შპალერებზე ქაღალდი არ გყოფნის შენს ოცეულში შემოვალთ და აგაფორიაქებთ"

    კუდის ყოფილი ოფიცერი იოსებ ბახტირიძე ესწრებოდა ამ საუბარს და ცდილობდა მათი პოზიციების დაცვას

    მაშინ შაიშმელაშვილის სიტყვები ვერ გავიაზრე მაგრამ ერთ კვირაში დაიწყო არანორმარული ზეწოლა შვებულებაში გასულს ამ დამნაშავეთა ჯგუფმა ჩემს ოცეულში დაიწყეს პირადი შემადგენლობის წახდენა, მედა კაპიტან მელიქიძეს რომელიც ვერ ჩაითრიეს ჩემ საწინააღმდეგო მოქმედებაში გვაიძულებდნენ ბრძანების გარეშე მოგვეტოვებინა სამხედრო ბაზა რათა შემდგომში დეზერტირობის მუხლით ჩვენზე აღეძრათ სისხლის სამართლის საქმე რადგან სიტყვიერ ბრძანებად უარყოფდნენ ეს საქმე მოკვლეულია დადასტურებულია და დამნაშავე პირები დარჩნენ დასჯის გარეშე. იმ დღისითვე ჩემს პირად საქმეში აღმოვაჩინე ხელნაწერი ანონიმური დოკუმენტი სადაც რუსების ჯაშუშათ მიხსენიებდნენ მეთაურმა ეს ხელნაწერი დახია დანაშაულის ფაქტი გაანადგურა მე მოვახერხე მისი ქსეროასლის შენარჩუნება ფაქტი მოკვლეულია და დარჩა რეაგირების გარეშე.

    ამ უბედურების შესახებ მოუყევი იმდროინდელი მინისტრის თინა ხიდაშელის მრჩეველს გიორგი თავდგირიძეს მას ასევეჩწარუდგინე დოკუმენტალობრივი მასალა ნეპოტიზმის დედოვშინის - ჯარისკაცების ჩაგვრის და მათი დედების საპროტესტო წერილების ასლები. აქვე ვესაუბრე კონტრ ტერორისტულ საფრთხეებზე რომლის ფაქტებიც აშკარა იყო და ეს ამ ბლოგის თემა არ არის რეაგირება ნული. ამ შეხვედრიდან ნაძირალა თინა ხიდაშელი პანკისის ხეობაში ჩემი ჯარისკაცის სახლში მისული პოზიორობდა მის მოადგილესთან ერთად ჯარისკაცის რომელმაც განმიცხადა რომ მას ალქაიდას ხალხი ამზადებდა თურქეთიდან სირიაში საომრად წასაყვანად ...
    კაცმა რომელმაც ალდგენის შემდეგ 3 წელი მადლობებით ვიმსახურე თურმე 10 დღეში მომდომებია სამი საყვედურის მიღება ამზადებდნენ მოტივებს ადმინისტრაციულად ჩემი სამსახურიდან გაშვების თუმცა ორი საყვედურის შემდეგ საბრძოლო ამოცანის შესრულებისას დამრღვევი დავაკავე და კაპიტანი მელიქიძის ჩანაწერის მიხედვით იძულებულნი გახდნენ გამოეცხადებიათ მადლობა მეორე დღეს კი ისევ საყვედური დამიწერეს.
    სამხედრო პოლიციაში გამოძიებას აწარმოებდა მაიორი გლოველი საქმის გაფკვეულ ეტაპზე შესწავლის შემდეგ სამინისტროს გარეთ დამხვდა და გადამეხვია ,,შენნაირ კაცთან ვისურვებდი მეგობრობას ჩემი ცხოვრება აქ არ დაწყებულა და აქ არ დასრულდებაო" ვთხოვე მხოლოდ ობიექტური იყავი მეთქი რაც ვერ მოახერხა. მაშინ ჩემი დაჭერა სცადეს მაგრამ საქმე ვერ შეკრეს თეთრი ძაფი გაუწყდათ.
    სულ ახლახან წამების ობიექტიდან ანუ ბავშვიდან გავიგე რომ თურმე სამხედრო პოლიცია მათთან ოჯახში მისულა გვერდზე გაუყვანია და უთქვამს შენ კასრში არავის ჩაუყუდებიხარო ტუჩზე თითიც მიუდევს და სუსო თან მიუძახებია.
    სამხედრო ომბუდსმენს თამარ გაბიანს ბაზაზე მოსვლა ეზარებოდა ის არც იყო ნამყოფი დანაშაულის ადგილზე მანამ სანამ საქმით პრესა და მედია არ დავაინტერესე.
    ასე მომიშორეს თავიდან ჭკუით კი არა თანამდებობით მომერივნენ.
    გლდანის ჯოჯოხეთ გამოვლილი ოფიცერი ლევან კობაიძე დღემდე დისკრიმინირებულია ვერ ახერხებს დაწინაურებას წოდების მისაღებად არ აძლევენ თანამდებობას და ხშირად ეუბნებიან ჯარიდან წადიო...

    მე ვერ მივიდოდი სახლში და ვერ ვეტყოდი ჩემ მცირეწლოვან შვილს ,,მამა მე დავდუმდი იმიტომ რომ შენ მყოლოდი კარგად" გაიზრდებოდა გაიგებდა რაც ჩავიდინე დუმილით და სახეში შემაფურთხებდა ასეთი პრინციპული გვარის ვართ და მიტომ.

    მე ვარ ოფიცერი რომელიც მისი ქვეყნის ქუჩებში თავაწეული და ამაყი დადის რადგან ღირსება შავ პურზე არ გავყიდე.

    ნაქირავებ ბინაში მისვლა და მეუღლისთვის იმის თქმა რომ ხვალიდან ბინის ქირას ვერ გადავიხდით მძიმე სათქმელი იყო მაგრამ უფრო მძიმე ღირსების გაყიდვა და დუმილი იქნებოდა ამით ცხოვრებას კი სიკვდილი მერჩივნა მე მეუღლე მყავს და მან ეს უღელი ღირსეულად იტვირთა მეტს პირადზე ვერაფერს ვიტყვი.

    მე არც ნაძირალა ნიკოლოზ ქველაძის ამსაზიზღრობის ჩამდენის 7 თვის შვილზე გულის ოპერაცია გამხარებია უბრალოდ უფლის სასტიკ სამართალში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.

    ჩემს სამანდატო სხდომაზე სამხედრო კონტრდაზვერვის ,,ოფიცერს" მაჩაბლიშვილს რომელიც დახურულ კარს მიღმა ეთათბირა ბაზის უფროსს ლუტიძეს სასაცილოდ არ ყოფნიდა ჩემი საუბარი ამ ნაბიჭვარს მიწაში მოვთხრი.

    გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ მისი მრჩეველი ნაძირალა კიკაბიძე გამომიგზავნა რომლის ცოლიც იმ ბაზაზე იყო დასაქმებული მან უზნაძის ქუჩის ჩიხში ჩურჩულით მითხრა
    ,, ვახოს შენი გაშვება არ უნდა დაკვეთა აქ თინასგან და შემოგითვალა არ ეწყინოსო"

    ერთადერთმა კაცმა ვინც ჩემი დათხოვნიდან 2 წლის შემდეგ ბოდიში მომიხადა ეს იყო თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ,, დათო მე ვარ დამნაშავე შენი დათხოვნის გამო" მისი სიტყვები და აღიარება ჩემთვის დიდი ფასეულობაა მაგრამ არანაირი შეღავათი.

    მე არ ვარ კაცი ვისაც საპყრობილის ეშინია მაგრამ მე ფსევდო დისიდენტიც არ ვარ ვიღაცის პიჟჯაკის შემოხევის გამო ციხეში დავჯდე.

    სამწუხაროა ის ფაქტი რომ ნაძირალა ქველაძის დაწინაურებამ მისმიერ ჯარის დაღუპვა წაახალისა ჯარისკაცი რომელიც ბოლო ყარაულს ასრულებდა კიბოიან დედას ესაუბრებოდა რადროსაც ამ ნაძირალამ დედა შეაგინა ჯარისკაცმა ავტომატი მოიხსნა და ქველაძეს სასტიკად ცემა ეს ფაქტი დამალეს და დაწერეს რომ ჯარისკაცს ვითომ კუჭი ასტკივდა ასე გაარიდეს ყარაულს ის ყაზარმიდან ადგა და ქველაძეს ყარაულში მიაკითხა სადაც სასტიკად ცემა ამის გამო კი პროკურატურის დახმარებით დაიჭირეს და პირობითით გამოვიდა.

    ყველაფერი თვალ წინ დარბის და მოსვენებას არ მაძლევს ის დავით ნემსაძე არ ვარ ვინც 2 წლის წინ ვიყავი .
    არ მესმის იმ ხალხის ვინ კითხულობს თუ რატომ მოექცა ქველაძე ასე ბავშვებს მე ავადმყოფი არ ვარ არც ფსიქიატრი და არც პათოლოგი ზოგიერთის ამ შეკითხვას რომ უპასუხო ..
    ფაქტი ასეთია სიმართლის თქმამ თეთრ ყვავად მაქცია, თუმცა ეს ჩემი ხვედრი იყო არაფერსაც არ ვნანობ დღესაც ანალოგიურად მოვიქცეოდი.
    მე მუხლ გადახეული მორწმუნე არ ვარ მაგრამ იმ დეს საყარაულო შენობაში თეთრი მტრედი შემოფრინდა არ მომშორდა მე ის მეორე ბაზაზე მარჯვენა ბეჭზე დასმულმა შევიყვანე ყაზარმაში ეს სიმბოლიზმზე მეტია რადგან საკუთარ თავს ჩემი საზოგადოების დასაცავად ერთ ავტომატიან ჯარისკაცზე ძლიერ მეომრად ვთვლი.“

    alia.ge



  • loading...