აშშ-ს, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ავიაციამ სირიის სამთავრობო ბაზები დაბომბა
2018-04-14 06:46:39
Загрузка...
  • აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის სამთავრობო ბაზების წერტილოვანი დაბომბვის ბრძანება გასცა. გადაწყვეტილებას შეურთდა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალებიც. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

    "ცოტა ხნის წინ, მე ვუბრძანე ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, განეხორციელებინათ სარაკეტო შეტევები, იმ სამიზნეების მიმართულებით, სადაც მზადდება სირიის დიქტატორის ბაშარ ასადის ქიმიური იარაღი", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში.

    ამერიკის პრეზიდენტის თქმით, შეტევა კოორდინირებულია დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებთან. ტრამპის თქმით, შეტევა წარმოადგენს პასუხს გასულ კვირას, სირიის მთავრობის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპის თქმით, შეტევა მიმართულია ქიმიური იარაღის წარმოების, გავრცელებისა და გამოყენების წინააღმდეგ.

    "დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან კოორდინირებული შეტევები, სრულად მოიცავს ჩვენს ნაციონალურ ძლიერებას: სამხედრო, ეკონომიკურ და დიპლომატიურ ძალას", - განაცხადა ტრამპმა.

    ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეტევები გაგრძელდება იქამდე, სანამ სრულად არ განადგურდება ქიმიური იარაღის წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამავდროულად, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-ს არ აქვს სურვილი დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს სირიის ტერიტორიაზე. ტრამპი ასევე შეეხო რუსეთის საკითხს. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ვერ შეასრულა 2013 წელს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და ქიმიური იარაღის წარმოება სირიაში არ შემწყდარა.

    სირიაში, BBC-ის კორესპონდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს შეტევის ამსახველ ნახევარწუთიან ვიდეოს.

    Footage near #Homs, shot earlier this morning, shows what looks like a missile in distance. Sound of jets could be @RoyalAirForce Tornados which @DefenceHQ reported to have struck targets in area. pic.twitter.com/tv4vVhToLf

    — Riam Dalati (@Dalatrm) 14 апреля 2018 г.
     

    შეტევები Tommahawk-ის ტიპის რაკეტებით განხორციელდა. ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, დაიბომბა სამი ლოკაცია. საუბარია სამეცნიერო კვლევით დაწესებულებაზე დამასკოში, სადაც დიდი ალბათობით ხდებოდა ქიმიური იარაღის წარმოება, ქიმიური იარაღის საწყობები ხომსის ბაზაზე და ასევე, ქიმიური შეიარაღებისა და ეკიპირების სამეთაურო ცენტრი ხომსის ბაზის მახლობლად. თვითმხილველების თქმით, დამასკოში აფეთქებების ხმა რამდენიმეჯერ გაისმა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

    განხორციელებულ შეტევას უკვე გამოეხმაურა რუსეთის ელჩი აშშ-ში. რუსეთის საელჩოს გვერდი ტვიტერზე ელჩის განცხადებას ავრცელებს.

    View image on Twitter

    View image on Twitter

    Russia in USA </li>


<br><br>
<div id=loading...