ძალიან ვნანობ, რომ შვილი არ გავაჩინე, ლევანისგან ორსულად დავრჩი მალევე, როცა გავიცანი, მაგრამ...
2018-10-10 21:14:57
  • p.

    "ლევანის გარდაცვალების შემდეგ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელიც მას ჰგავს"

     

    "ლევანს ისეთი თვისებები ჰქონდა, რომ ერთი დარბაზი უნდა გაავსო ადამიანებით, რომ ყველა მათგანისგან შექმნა ისეთი სული, გონება, ტალანტი და სილამაზე, რომელიც ლევანს ჰქონდა" - ამის შესახებ "ნანუკას შოუში" ქართველი მსახიობის, ლევან აბაშიძის საყვარელმა ქალმა მიკა სტრამბეანუმ განაცხადა, სადაც ლევან აბაშიძეზე და მასთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

     

    ფოტოგალერეა

     

    "საქართველოში სასწავლებლად ჩამოვედი. პირველ წელს ჩვენ ვცხოვრობდით სტუდენტურ ქალაქში, რომელიც ვაკეში მდებარეობდა, შემდეგ, პირველი კურსის

    -0:13

    ბოლოს გავიცანი ლევანი. ერთ დღეს მოვდიოდი "საქართველოს ფილმის" კინოსტუდიიდან, მინდოდა ტაქსი გამეჩერებინა, მაგრამ გაწვიმდა და ჩვენმა საერთო მეგობარმა გამიჩერა მანქანა. მკითხა საით მივდიოდი, ვუთხარი სტუდენტურ ქალაქში, წინ დავჯექი, რადგან უკან ვიღაც იჯდა, თურმე ლევანი მჯდარა...

     

    ძალიან დაღლილი იყო, მთელი ღამე გადაღებაზე ყოფილა, რატომღაც მომეჩვენა, რომ მეთევზე იყო, რადგან მეთევზესავით ეცვა, მეგობარმა ერთმანეთი გაგვაცნო... ლევანის მონაწილეობით მის შეხვედრამდე მისი ფილმი ნანახი არ მქონია. მერე ვნახე... შემდეგ გაიგო ჩემი ტელეფონის ნომერი, ადრე სტუდქალაქში ტელეფონი მხოლოდ პირველ სართულზე იყო, იმასთან ვინც გასაღებს გაძლედვა, მომცა თავისი ტელეფონის ნომერი და შემდეგ დამირეკა. მითხრა, რადგან შენთან არ არის ტელეფონი, მოდი შენ დამირეკეო, მე არ ვრეკავდი თავიდან, მაგრამ ბოლოს დავრეკე.

     

    გაცნობიდან ორი თვის შემდეგ დავურეკე და შევხვდით თეატრალურ უნივერსიტეტთან, რომ მოვიდა ძალიან ლამაზი იყო, ჯენტლმენივით გამოიყურებოდა, ემოციისგან ავნერვიულდი, ძალიან ლამაზი იყო. წავედით ნაყინის საჭმელად, შემდეგ საერთო საცხოვრებელში მოვიდა და თავისთან წამიყვანა, მითხრა, რომ უკან აღარ გამიშვებდა და არ უნდოდა, რომ საერთო საცხოვრებელში მეცხოვრა.

     

    არ ვიცოდი, რომ მასზე ყველა გიჟდებოდა, სახლში რეკავდნენ თაყვანისმცემლები, ლევანის მათთან საუბარი არ უნდოდა, მეკითხებოდნენ ვინ ვიყავი, სად ვსწავლობდი...

    ყოველთვის სასიამოვნო იყო მისი ყურება, სმენა, მისი სუნიც კი. მის გარშემო ისეტი შეგრძნება გქონდა, რომ რაღაც წმინდას ასხივებდა, სულ გინდოდა მასთან ახლოს ყოფილიყავი, ალბათ ამიტომ ბევრს უნდოდა მისნაირი ყოფილიყო, ეს მახარებდა. თავიდან ცოტას ვეჭვიანობდი, მაგრამ შემდეგ მიხვდი, რომ ეს სხვა რაღაც იყო, ის ადამიანებს იზიდავდა. ერთად დაახლოებით ოთხი წელი ვიცხოვრეთ. მასთან ერთად ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო.

     

    ლევანის გარდაცვალების შემდეგ ვერ ვიპოვე ისეთი ადამიანი, რომელიც მას ჰგავს. ლევანს ისეთი თვისებები ჰქონდა, რომ ერთი დარბაზი უნდა გაავსო ადამიანებით, რომ ყველა მათგანისგან შექმნა ისეთი სული, გონება, ტალანტი და სილამაზე, რომელიც ლევანს ჰქონდა. მაინც ვფიქრობ, რომ შეხვდები ისეთ ადამიანს, რომელიც ისეთივე ღირსეული იქნება, როგორიც ლევანი.

     

    ძალიან ვნანობ რომ შვილი არ გავაჩინე, რადგან მქონდა ამის შესაძლებლობა, ლევანისგან ორსულად დავრჩი, მალევე, როცა გავიცანი, მაგრამ მაშინ დავსხედით და ასეთი ოჯახური გადაწყვეტილება მივიღეთ მე, ლევანმა და ლევანის დედამ, რომ არ დაგვეტოვებინა ბავშვი, რადგან მაშინ სწავლას ვეღარ გავაგრძელებდი, მე კი ოთხი წელი ჩემებთან უნდა დავრჩენილიყავი და ეს სამომავლოდ გადავდეთ, შემდეგ კი ომი დაიწყო და ის გარდაიცვალა".

     

    იხილეთ ფოტოგალერეა

     

     

     

     



  • loading...