4 დღეა მშიერი ვარ, ოჯახმა სახლიდან გამომაგდო,- ზესტაფონელი მოხუცი დახმარებას ითხოვს
2018-10-10 16:51:15
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინში მარტოხელა მოხუცი დახმარებას ითხოვს.
    მოხუცი აცხადებს, რომ შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით წაიყვანეს, რომ ღამე ოჯახის წევრებს მოხუცი ქალის ხვრინვა აწუხებდათ. 
    ქალბატონის თქმით, 4 დღეა საჭმელი არ უჭამია, მის პენსიას კი ოჯახის წევრები იღებენ. 

    "ერთი შვილი მყავს ბიჭი, ქუთაისში ცხოვრობს. ასევე მყავს 2 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი, მაგრამ ჩემთვის არავის ცალია. მე ქუთაისში მაქვს ბინა, ახლა იმ სახლში ჩემი შვილი და შვილიშვილები ცხოვრობენ. მათთან ერთად ვცხოვრობდი, არც ვხმაურობდი და არაფერი, უბრალოდ ღამე, ძილში თურმე ვიცი ხვრინვა და ჩემმა შვილიშვილმა ეს ვერ აიტანა და ზესტაფონში წამომიყვანა და მარტო დამტოვა ცივ სახლში. არავინ პატრონი არ მყავს, 4 დღეა საჭმელი არ მიჭამია. პენსიას ჩემი შვილი იღებს,"- ამბობს ირა ნიკაჭიძე.

    ქალბატონის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას "სიკეთის ქალაქი" ავრცელებს და საზოგადოებას მიტოვებული ქალის დასახმარებლად და საკვების შესაძენად დახმარებას თხოვს. 

    ირა ნიკაჭაძის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 577 566 599.

     

    წყარო: topnews.com



  • loading...