მშიერი ერი და ხალხის ფულით მოგზაურობა ევროპაში:55 ათასი ლარი ბესელიას 11 ათასი გუგულის-ბიუჯეთის ძარცვა ქართულად
2018-10-10 08:18:19
  • გასულ წელს პარლამენტის დეპუტატების საზღვარგარეთ სამივლინებო ხარჯებმა მილიონ 700 ათასი ლარი შეადგინა.

    "IDFI"-ის კვლევა ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა" გაასაჯაროა.

    ამავე კვლევის თანახმად, მივლინებაში ყველაზე მეტი თანხა ეკა ბესელიამ დახარჯა. მას თითქმის 55 ათასი ლარი აქვს ათვისებული. 11 ათასი ლარი აქვს დახარჯული გუგული მაღრაძეს.

    „თავი გამოიჩინა ეკა ბესელიამ რომლის ვიზიტებზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 55 000 ლარზე მეტი დაიხარჯა, ის საშუალოდ თვეში ორჯერ კვეთდა საზღვარს. ხელისუფლებას აქვს გამოცხადებული ხარჯების ოპტიმიზაციის პოლიტიკა, რაც რიცხვებში არ გამოიხატება და პირიქით ზრდა გვაქვს ამ მაჩვენებლით“-აცხადებს ორგანიზაცია ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარი დავით მჟავანაძე.



  • loading...