რამოდენიმე წუთის წინ ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა
2018-10-09 16:36:45
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში. ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის მოზარდის  სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდი   ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
    თვითმხილველთა განცხადებით, 13 წლის ბიჭი, რომელიც სახლთან ახლოს მდებარე მაღაზიაში მიდიოდა, გზაზე გადარბენისას ავტომანქანა დაეჯახა.
    შსს-მ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

    მიშკა ძიძიგური 

    http://euronews.ge



  • loading...