ქვეყანაში, სადაც პენსია 200 ლარია, საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი თვეში 10, 000 - 15, 000 ლარია
2018-08-10 19:25:11
  • p.

    ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს:

    "ქვეყანაში, სადაც პენსია 200 ლარია, რომლითაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია ღირსეულად ცხოვრება, "საპენსიო სააგენტოს დირექტორის" ახლად დაანონსებულ ვაკანსიაზე თვეში 10, 000 - 15, 000 ლარი არის მითითებული. კვალიფიკაცია? ბაკალავრი, ხუთწლიანი სტაჟით!

    ეს არის უმსგავსობა, დაცინვა, ადამიანების აბუჩად აგდება, სახელმწიფოს იდეის ფეხქვეშ გათელვა და უბრალოდ ბოროტება!

    ლამის ყოველდღე სრულიად დაუნდობლად ფეხქვეშ ითელება სახელმწიფოს, სამშობლოს და სოციალური სივრცის განცდა!

    ვისაც ეს ნორმალური ჰგონია, ვინც ამ ტიპის ფაქტების მიმართ გულრგილი რჩება, რაღაც უბრალოდ ვერ აქვს რიგზე!".



  • loading...
    Загрузка...