-
გაზიარება
loading...
ქიმიური თავდასხმის მსხვერპლი ბავშვი: ჰაერის ნაცვლად, სისხლის სუნს ვსუნთქავდით
2018-04-16 05:53:58
loading...
  • ფოტო: BBC

    სირიაში, დუმაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე 8 აპრილს მოხდა. შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა, 500-მდეს კი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის ნიშნები აქვს.

    სავარაუდო ქიმიური თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ ბავშვებიც. მათი ნაწილი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოხვდა. სწორედ ერთ-ერთი მსხვერპლი, 7 წლის გოგო იხსენებს თავდასხმის მომენტს BBC-სთან ინტერვიუში. გოგოს მასა ჰქვია და ის ერთი კვირის წინ დუმაში განვითარებული მოვლენების “სახედ” იქცა.

    7 წლის გოგო იხსენებს დაბომბვის მომენტს: “მათ მოულოდნელად ჩამოყარეს კასრები, რომლებიც არ აფეთქდა, მხოლოდ ხმა იყო “ფშშშშშშ”. დედაჩემი ეძახდა ბიძას: “ჩემი შვილი, ჩემი შვილი, ჩემი შვილი”, ბიძა მოვიდა და ამიყვანა ხელში, სველ ტანსაცმელში გამახვია. სამედიცინო პუნქტი გვირაბის ბოლოს იყო. სამი ექიმი მოვიდა ჩემთან და ჩემ დასთან. მიწაზე დაგვაწინეს და წყალს გვასხამდნენ. სპრეი შეგვასხურეს და ნემსი გაგვიკეთეს. ჩვენ დასაძინებლად წავედით, ბომბები ცვიოდა და მტვერში ვიყავით გახვეულები. ისევ თავშესაფარში დავბრუნდით და დავინახეთ როგორ მოჰყავდათ დაშავებულები. ჰაერის ნაცვლად სისხლის სუნს ვსუნთქავდით”, – იხსენებს 7 წლის მასა.



  • loading...
    Загрузка...