რა ბიზნესი? ფული რომ ჰქონოდა ბინაც ექნებოდა- გუგეშაშვილის მეგობარს ეჭვი ეპარება რომ დედა-შვილი ქილერმა ჩაცხრილა
2018-02-13 14:15:31
loading...
  • დოდო გუგეშაშვილის მეგობარებს ეჭვი ეპარებათ, რომ გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა. 
    თადარგის პოლკოვნიკის მეგობარი დავით მუხიგული ამბობს, რომ არ იცის ვინ შეიძლება იყოს მკვლელი და ასევე უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი შურისძიებას ან ბიზნესს. 
    „დაქირავებული მკვლელი რომ იყოს, გარეთ გამოვიდოდა და შორიდანაც ესროდა. არ ვიცი რა მოხდება ხვალ და ზეგ, დოდოს ჯანმრთელობას რა მოუვა. ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რა ბიზნესი? ფული რომ ჰქონოდა ბინაც ექნებოდა, სახლიც და კარიც“, - განაცხადა დავით მუხიგულმა. 

    მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილს შვილის მკვლელობის ამბავს ხვალ, სასულიერო პირთან ერთად ეტყვიან. 
    ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა.



  • loading...
    Загрузка...