--
ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა
2018-02-12 19:18:05
  • საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინიდან პოლონეთში დაადეპორტეს. სააკაშვილმა პირველი კომენტარი მომხდარზე „კურიერთან“ საუბრისას გააკეთა.

    კითხვაზე თუ რატომ არ მოხდა მისი დეპორტაცია საქართველოში, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილს მისი ეშინია:

    „იმას ვუკავშირებ, რომ ივანიშვილი არის ქვეშაფსია, ლაჩარი და არარაობა. მე არ მესმის როგორ ვითმენთ აქამდე, რა უნდა ამ კაცს? ეშინია ჩემი, რამის ტავი რომ ჰქონდეს ხო მოილაპარაკებდა საქართველოსთვის ჩემს გადმოცემას? არაფრის თავი არ აქვთ, არიან მხდალები, მატყუარები, ფლიდები, რაც იციან ფულის კეთებაა, მე გავაგრძელებ ბრძოლას მათ წინააღმდეგ საქართველოში და ოლიგარქების წინააღმდეგ უკრაინაში, ორივეს ისე ეშინია ჩემი, როგორც ცეცხლის. ციხეში რომ ჩავესვი იქიდან ვიბრძოლებ, რა პრობლემაა? თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში? ახლა იწყება მათი თავდავიწყება, ხომ არ ჰგონიათ პოროშენკოს და იანიშვილს თავიდან მომიშორებენ? მათ რა თქმა უნდა ზურგს უმაგრებს რუსეთი და პუტინი, მე ვარ თავისუფლებისთვის და ხალხისთვის მებრზოლი უკრაინაშიც და საქართველოშიც. მე ვარ ლიდერი ამ ბრძოლის, ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, გააკეტეს ის რაც გააკეთეს, ეს მე კიდევ უფრო მამტკიცებს“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.



  • loading...
    Загрузка...