ქილერმა ყოველგვარი შეკამათების გარეშე უბრალოდ ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მდგარს ესროლა, ნოდარ გუგეშაშვილს მხოლოდ ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი
2018-02-12 16:20:03
loading...
  • დოდო გუგეშაშვილმა დაქირავებული მკვლელის სახელი და გვარი დანამდვილებით არ იცის, თუმცა მისი ამოცნობა შეუძლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.

    „დოდო გუგეშაშვილმა ზუსტად არ იცის თავდამსხმელის გვარი და სახელი. თუმცა სახელით იცნობს და ზუსტად არ იცის, ეს სახელი ნამდვილია თუ არა. რამდენჯერმე შეხვედრია, სახით იცნობს, სწორედ ამ დონეზე დაასახელა ეს ადამიანი გუგეშაშვილმა და მას ამოცნობა შეუძლია“, - აღნიშნა ადვოკატმა.

    მისი განმარტებით, დაკითხვა თითქმის 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეუძლია თქვას, რომ ეს ადამიანი იყო დაქირავებული ქილერი, რადგან მომხდარის მოტივი დოდო გუგეშაშვილისთვის უცნობია. 

    „ეს იყო დაქირავებული ქილერი, რომელიც მიაგზავნეს, ასე აღმოჩნდა, ვინაიდან მას რამდენჯერმე შეხვდა და სრულიად სხვა მოტივით, რომ რაღაც საერთო საქმეს სჭირდებოდა, რაღაც საერთო ნაცნობი დაასახელა, რამდენჯერმე შეხვდა კონტაქტის დამყარების მიზნით. მან ყოველგვარი შეკამათების გარეშე უბრალოდ ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მდგარს ესროლა. ასევე, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მის შვილს 5 ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, არის ტყუილი. ნოდარ გუგეშაშვილს ერთი ტყვია აქვს. გამავალი ჭრილობა აღენიშნება გულმკერდის არეში“, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.



  • loading...
    Загрузка...