--
დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა
2018-02-12 16:12:29
  • დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს დაქირავებულმა მკვლელმა ესროლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განუცხადა. 

    მისი თქმით, დაქირავებულ მკვლელს დოდო გუგეშაშვილი იცნობდა, რადგან ეს პიროვნება მასთან კონტაქტის დამყარებას რამდენჯერმე ცდილობდა. ამდენად, სახლში მისვლისას დოდო გუგეშაშვილმა მას კარები გაუღო.

    „როგორც აღმოჩნდა, ეს იყო დაქირავებული მკვლელი. როგორც იცით, ხანგრძლივი დაკითხვა იყო. თითქმის 5 საათი გრძელდებოდა. ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან მოტივი მისთვისაც უცნობია. დაქირავებული ქილერი მას მიუგზავნეს. ასე აღმოჩნდა, ვინაიდან მას რამდენჯერმე შეხვდა სრულიად სხვა მოტივით. კერძოდ, საერთო საქმე სჭირდებოდა. საერთო ნაცნობი დაუსახელა. შეხვდა რამდენჯერმე კონტაქტის დამყარების მიზნით და როგორც აღმოჩნდა ეს იყო დაქირავებული მკვლელი, რადგან ყოველგვარი შეკამათებისა და გაუგებრობის გარეშე ამოიღო იარაღი და სამზარეულოში მას ესროლა“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

     



  • loading...
    Загрузка...