7 წლის ზაინაბის ბოლო წუთები, სანამ გააუპატიურებდნენ და მოკლავდნენ (ვიდეო)
2018-01-12 19:43:35
  • პაკისტანში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მიზეზი, 7 წლის გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა გახდა.

    შემზარავი ფაქტი პაკისტანში რამდენიმე დღის წინ მოხდა. 7 წლის ზაინაბი უცნობმა მამაკაცმა ჯერ გააუპატიურა , შემდეგ კი მოკლა.

    BBC-მ ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერით გადაღებული კადრები გაავრცელა, რომელზეც 7 წლის ზაინაბის ბოლო წუთებია აღბეჭდილი. კადრებზე გოგონა მამაკაცთან ერთად არის, სავარაუდოდ, მან გააუპატიურა და მოკლა გოგონა.

    მთელი ქვეყნის მასშტაბით დამნაშავეს ეძებენს. 90 შესაძლო ეჭვმიტანილის დნმ-ანალიზიც ჩატარდა, თუმცა მას ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.



  • loading...