სამწუხაროდ, მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, რომელიც თურმე მამაკაცები 37 წლამდეა საშიში
2018-01-10 19:56:10
  • მსახიობ გიორგი მახარაძეს თურქეთშიც იგივე დიაგნოზი დაუსვეს, რაც საქართველოში. თურქმა ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე დაადასტურეს. გიორგი უკვე საქართველოშია და ქიმიოთერაპიის კურსისთვის ემზადება.


    „სარკესთან“ ინტერვიუში გიორგის დეიდაშვილმა, რეჟისორმა მარიამ ქაცარავამ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. სწორედ მისგან გაიგო საზოგადოებამ გიორგის დიაგნოზის შესახებ.

    „სამწუხაროდ, მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, რომელიც თურმე მამაკაცები 37 წლამდეა საშიში. ახლა, მთავარია, გამოჯანმრთელდეს, ისე სულ ყურადღებით უნდა ვიყოთ. ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, თურქეთიდან მედიკამენტები წამოიღო. ქიმიოთერაპიის კურსს აქ ჩაიტარებს, რადგან თურქეთში ეს ძალიან ძვირი ჯდება, პერიოდულად კონტროლზე კი იქ ივლის.

    ქიმიოთერაპიის პირველი კურსი 5 დღეს გაგრძელდება, შემდეგ 2 კვირა დაისვენებს და გააგრძელებს.

    უკვე უნდა დაეწყო მკურნალობა, მაგრამ გაციებულია და ნასეთ დროს არ უკეთებენ, რადგან ეს პროცედურა მთელ ენერგიას და იმუნიტეტს აცლის ორგანიზმს.

    გიორგი ძალიან დადებითანდ არის განწყობილი, ოპტიმისტურად უყურებს ყველაფერს, თუმცა ახლა უკვე ფაქტის წინაშე რომ დადგა , ცოტა მოიწყონა. ისეთი ადამიანია, რომ არასოდეს მოგახვევს თავის პრობლემას თავზე. სულ კარგ ხასიათზეა და შენც არ გაძლევს მოწყენის უფლებას, სულ მასხარაობს. არ იმჩნევს თავის მდგომარეობას. ძალიან მარტვია მასთან ურთიერთობა. ასე რომ, იმედი გვაქვს ყველაფერი კარგადა იქნება“ - ამბობს მარიამი.



  • loading...