,,მოუწოდებ იმედის ტელევიზიას დააჭირონ ენას კბილი,, სოსო ოსორაული არის ცოცხალი
2017-06-19 11:22:21
loading...
  • “მოუწოდებ იმედის ტელევიზიას დააჭირონ ენას კბილი. თქვენ ეძებთ სკანდალს და რეიტინგისთვის, აკეთებთ ყველაფერს და საერთოდ არ გაინტერესებთ თქვენი დამსახურებული მოქალაქის ბედი. სად იყავით ორი თვის წინ ან სამი თვის წინ? რატომ არ იღებდით ხმას? ახლა გაგახსენდათ პოლკოვნიკი ოსორაული? მაშინ რატომ არ დაუკავშირდით 23 მარტის მოძრაობის ლიდერ მისიმბას? ახლა როცა მოლაპარაკებები იმ ფაზაშია როცა საუბარი უბრალოდ არ ვარგა დაიწყეთ რეიტინგზე ზრუნვა, რაღაც განსხვავებულის ძიებაში. როცა ეს საქმე ე.წ. აგორდა თქვენმა არხმა მოამზადა რაღაც გაუგებარი რეპორტაჟი. ეს იმიტომ მოგდით რომ ჩემს ქვეყანაში სამხედრო ჟურნალისტიკა მკვდარია, არ იცით რა თქვათ, როგორ თქვათ და რამიზნით თქვათ.
    სამხედრო თემა სიუჟეტი სოფლის მეურნეობის ბაღ-ვენახებში გეშლებათ. მე თქვენს (იმედის) ჟურნალისტს რომელმაც დამირეკა დაუღეჭე და მიუთითე რა უნდა ეთქვა და რისი თქმა არ ივარგებდა, მაშინ ეს ნაწილობრივ გაითვალისწინეთ დღეს კი ისეთი უპატიებელი სიშტერე გააშუქეთ რაც დღემდე გაკეთებულა სოსოს დასაბრუნებლად უფრსკულის პირას დააყენეთ. არ შემიძლია ყველაფრის საუბარი, მიზანმიმართულად გავეთიშე საგარეო უწყების კრიტიკას და ამას აქვს საოცრად ობიექტური მიზეზი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ პოლკოვნიკი სოსო ოსორაული არის ცოცხალი, ნახევარი საათის წინ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და მას რომ რამე დაემართოს თქვენი ჭარტალა ენის შედეგი იქნება, რომელიც დიდი ალბათობით რომელიმე პოლიტ გუნდის წისკვილზე წყლის დასხმით არის მოტივირებული. ეს საქმე არის საოცრად სენსიტიური აქ ბევრის საუბარი უკვე არ შეიძლება და იქნებ როგორმე დავიცხროთ ჩვენი ცნობისმოყვარეობა. რაც შეეხება იმ ტელევიზიებს რომლებიც ახლა სახეს იხოკავენ პოლკოვნიკ ოსორაულის თემით თავის დროზე კი მისი სიცოცხლე ფეხზე ეკიდათ მე თქვენ გპირდებით, როგორც კი პოლკოვნიკი თბილისის აეროპორტში ფეხს დაადგამს მე გაგისაჯაროებთ ყველა მიმოწერას, ყველა აუდიო საუბარს და ყველა ფაქტს როგორ გთხოვდით სოსოს თემის პუბლიცირებას და როგორ გეკიდათ ფეხებზე. მე პოლიტიკოსი არ ვარ და ჩემს პიარზე არ ვმუშაობ, არავისი არ მეშინია. ასე რომ ყველა დაინახავს თქვენს ,,ობიექტურ ჟურნალისტიკას” და თქვენ დარჩებით საზოგადოების ყბაში.
    P.S. უმორჩილესად ვთხოვ პოლკოვნიკი სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებს ასეთ ტენდენციურ მედიას ნუ მისცემენ ინტერვიუს და ნუ დაადგმევიებენ შოუს მათი გაჭირვებისგან, რადგან სოსოს გაჭირვება ვიღაცისთვის არის საინფორმაციო პროდუქტი ვიღაცისთვის კი პოლიტიკური მასალა. სიტუაცია დგას ასეთი მომწონს თუ არ მომწონს ამ ეტაპზე მე ვემიჯნები საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკას მათ კი მოუწოდებ საერთოდ ნუ გააკეთებენ კომენტარს და გააგრძელონ იმ ტემპში მუშაობა როგორც ვიწრო წრემ ვიცით ამის შესახებ რასაც უკვე აკეთებენ. ვერავინ ვერ იყიდის დავით ნემსაძეს ყველას დაურიგდება თავისი სათქმელი როცა პოლკოვნიკი აქ ჩამოვა. ვერავინ ვერ დამასწრებს ვინმეს კრიტიკას და მუჭის გაქნევას მაგრამ ახლა ზედმეტის საუბარი არ ვარგა. სოსოს ცოცხლად ჩამოყვანას ვინც ხელს შეუშლის ის ქვეყნის და ქართული საზოგადოების მტერია.
    (ჩემი პირადი მტერი) ტელე იმედმა იქნებ ქვეყნის ინტერესები დააყენოს მის ბიზნეს ინტერესებზე მაღლა, რადგან პოლკოვნიკი ოსორაულის სიცოცხლე დგას ტელე იმედსა და ტელე იბერიას შორის გაჩაღებულ კონკურენციასა და ბატალიებზე მაღლა. ქალბატონ ლალი მაროშკინას მადლობა უანგარობის გამო. ისეთი უაზრო იმედით იცხოვრეთ თქვენ რა იმედიც მაგ უარგუმენტაციო და ხელის შემშლელ ,,რეპორტაჟში” გქონდათ-წერს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...