მკვლელობის მცდელობა, ძარცვა, ნარკოტიკების გავრცელება - საბერძნეთში 8 ქართველი დააკავეს (ფოტოები)
2017-06-17 13:31:01
loading...
  • საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები დააკავა. ბერძნული მედიის ცნობით. დაკავებული ქართველებიდან 7 საქართველო, ხოლო ერთი უკრაინის მოქალაქეა. მათ შორისაა 3 ქალი. დაკავებულებს ბრალად ედებათ მკვლელობის მცდელობა, ნარკოტიკების გავრცელება, იარაღის უკანონო ტარება, სახლებისა და მაღაზიების ძარცვა და სხვა დანაშაულებები.

    ბერძნული მედია ათენის პოლიციაზე დაყრდნობით დაკავებულების ფოტოებსა და ვინაობას ავრცელებს.

    ესენი არიან: ამირან ახალაძე, გოგი სვანიძე, თამარ ახალაძე, ნათელა ფხაკაძე, გულნაზი გოგოლაძე, მირიან ჩიქოვანი, ხვიჩა ონიანი, ლაშა ცხვედიანი.

     

    ,,ნიუპოსტი“ საგარეო საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ინფორმაციას არ ფლობს.

    newposts.ge



  • loading...





    BUM.GE