ცოლის გამბახებელთან ქიშპობას დათმობა ამჯობინა
2017-05-02 16:20:37
loading...

  • მთვრალი ყოფილა ნოდარი, ნატო სხვანაირად მოსვლია თვალში, თანაც პოლიტიკური ბოღმაც ჰქონია მოქიშპე ნამეგობრალისა და მისი ცოლის დაუფლებით უცდია სამაგიეროს გადახდა. გაგიჟებულა ქალი, საცემრად გაწეულა. კაცს ერთი დაუსტვენია ამფსონებისთვის, - აბა, კარი გარედან გადარაზეთო და...

    რას არ გაიგონებს ყური. თურმე ერთი კაცი წლების განმავლობაში სამართალდამცველ ორგანოებთან შუამდგომლობდა მამაკაცს, რომელმაც ცოლი გაუუპატიურა. 

    გივი და ნოდარი მეზობელ სოფლებში ცხოვრობდნენ, სამსახურის გამო ხშირად უწევ

    დათ შეხვედრა და მეგობრობდნენ კიდეც, ოჯახებით ეპატიჟებდნენ ერთმანეთს, ილხენდნენ და სამტრო არაფერი ჰქონდათ, ვიდრე ქვეყანა არ აირია. 

    გასული საუკუნის 90-იან წლებში ათასნაირი ფსევდოპოლიტიკური დაჯგუფება რომ შეიქმნა და ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, ოდინდელი მეგობრები დაპირისპირებულ ბანაკებში მოხვდნენ. ერთი ხანობა ნოდარის ჯგუფი გაძლიერდა (შეგნებულად არ ვასახელებთ დაჯგუფებების სახელწოდებებს). ბევრ ავკაცობას მიაწერდნენ მას და მის ამფსონებს მშობლიურ რაიონში. 

    ერთ დღეს გივის სოფლიდან ნახირი დაიკარგა. შიგ გივის სამი დეკეული და მაკე ძროხაც ერია. შეიშალა სოფელი, განსაკუთრებით დამწუხრებულები იყვნენ გივის დედა და მეუღლე ნატო. რამდენიმე დღის შემდეგ ნატოს ნოდარის სოფლიდან მოუტანეს ამბავი, - ჩვენთან გაყიდეს თქვენგან მოპარული ძროხები. ნოდარას ეზო საყასბოს ჰგავდა, რამდენიმე ძროხა ნათესავების ბოსლებში ჰყავსო. 
    ნატომ გადაწყვიტა, ქმრის უჩუმრად მოეძებნა ნოდარი. მიაგნო კიდეც. ჯერ მშვიდად ელაპარაკა, - ვიცი, რომ შენ და შენმა ყაჩაღებმა გაძარცვეთ ჩვენი სოფელი, დაგვიქციეთ ოჯახი და ძველი ურთიერთობებისგან თუ რამე გადარჩა ცოცხალი, წართმეული დაგვიბრუნეო. მთვრალი ყოფილა ნოდარი, ნატო სხვანაირად მოსვლია თვალში, თანაც პოლიტიკური "ბოღმაც ჰქონია მოქიშპე ნამეგობრალისა და მისი ცოლის დაუფლებით უცდია სამაგიეროს გადახდა. შეუთავაზებია, - დამნებდი და ძროხას, ოთხს კი არა, ათს გაგატანო. შეურაცხყოფისგან გაგიჟებულა ქალი, საცემრად გაწეულა. კაცს ერთი დაუსტვენია ამფსონებისთვის, - აბა, კარი გარედან გადარაზეთო და... 
    ნამუსახდილი ქალი პირდაპირ მილიციაში წასულა... მოგეხსენებათ, იმ დროს კანონს ჩალის ფასიც არ ჰქონდა. ქალის საჩივარს კი დაცინვა მოჰყოლია. ერთი-ორს უთქვამს, - რა გაყვირებდა, ქალო, რას მოიჭერი თავი ქვეყანაზე, შეგერგო ის კაცი და ტკბილი სიტყვით ოჯახის დანაკარგიც დაგებრუნებინაო. სულ გაგიჟებულა ნატო, - ისე არ ჩავალ საფლავში, თქვენი არ მოგიზღოთო... 

    დიდხანს ჩიოდა თურმე სასამართლოდან სასამართლოში, მაგრამ რად გინდა? როგორც ნატო ამბობს, ქმარი ჰყოლია ბენტერა. 
    ნოდარს სოფლისთვის წართმეული დაუბრუნებია. მართალია, ბევრმა თავისი საქონელი ვერ ამოიცნო, მაგრამ ხელი ჩაუქნევია, - რა ვქნათ, შვილებს რძეს და ყველს ხომ არ მოვაკლებთო! გივისთვის მაკე ძროხასთან ერთად სამი დეკეულის ნაცვლად 6 ძროხაც მიუყოლებია, ნოდარს გივისთან ისევ აუწევია ჭიქა ღვინო, - შენი ცოლი გიჟია, რაღაცას მიგონებს, შემეშვას, თორემ ჩემს მოთმინებასაც საზღვარი აქვსო.
    აწონ-დაწონა გივიმ, რა შეიძლება მოჰყოლოდა იმ დროს კაციჭამიად ცნობილ ნოდართან ქიშპობას და ვითომ დაუჯერა, რომ ცოლი გაუგიჟდა და მოძალადეს ცილს სწამებდა. ანდაზისა არ იყოს, ნატომ ისეთი გაიწია, ვეღარც ნოდარის დაბრუნებულმა საქონელმა დააკავა და მაინც დააჭერინა გამბახებელი. მისი ცოლ-შვილი მუხლებზე მოხვევია გივის და ნატოს, არც ძვირფასი საჩუქრები დაუშურებია - გვიშველეთ, თქვენ თქვით, რომ გაუპატიურება კი არა, გაუპატიურების მცდელობა იყო, რომ ნატო დროულად გადაარჩინეთ და ნოდარი ციხიდან გამოგვაყვანინეთო. 

    ნატოს გული მოულბა. თანაც ისე მოულბა, რომ შესაბამის ორგანოებთან შუამდგომლობა დაიწყო ნოდარის გასათავისუფლებლად: კი ეცადა გაუპატიურებას, მაგრამ არ გამოუვიდა, ამიტომაც ციხეში ჯდომა ეყოფა, გამოუშვით აწი, გამიარა წყენამო, - წერდა თურმე. გივი კი შემწყალებლებს ევედრებოდა, - ისეთი კი არაფერი მომხდარა მაშინ, თანაც პოლიტიკური ქიშპობაც დავივიწყეთ, ოჯახები შევრიგდით და ისევ დავმეგობრდითო." 

    შეიწყალეს კიდეც და ციხიდან კარგა ხანია, გამოვიდა. 

    ნატო დაბერდა და ისეთი სენი შეეყარა, საკუთარ სახელს ვერ იხსენებს. არანაირმა მკურნალობამ არ არგო. გივი ნატრობდა, - ღმერთო, ჩემს ცოლს მეხსიერება აღუდგინე, ყველაფერი გაახსენე, ნოდარიეს ნაქნარის გარდაო..." 

    kvirispalitra.ge



  • loading...
    Загрузка...





    loading...
    loading...
    BUM.GE
    Загрузка...