-
გაზიარება
loading...
სახელის ასტროლოგია
2017-04-22 16:46:09
loading...

  • თანამედროვე სახელი, გვარი და მამის სახელი, ცხოვრებაში გვეძლევა როგორც ერთგვარი გარსი, მაგრამ, ეს გარსი, ჩვენთვის შეიძლება იყოს საკმაოდ მძიმე ტვირთი, ჩვენი ბედიღბლის დამატებითი სიმძიმე. ცალკეულ შემთხვევებში, გვარი, სახელი და მამის სახელი, ჰოროსკოპიდან გამომდინარე, იმდენად კარგად ესადაგებიან ადამიანის წინაშე დასმულ ამოცანებს, რომ მნიშვნელოვნად უადვილებენ მას ცხოვრების გზას. როცა სახელები ჩვენივე ბედიღბლის და მასში ჩადებული რითმების სინქრონულია, ისინი გვეხმარებიან წინააღმდეგობების გადალახვაში და ჩვენი პროგრამის წარმატებით შესრულებაში.
    ჩვენს ბედისწერას ყოველთვის აქვს განვითარების ვარიანტები. სახელის ასტროლოგია კი გვეხმარება ამ ვარიანტების გარკვევაში. სახელი წარმოადგენს ერთგვარ გასაღებს, რომელიც აღებს ბედის ამა თუ იმ ვარიანტის კარს. სახელის შერჩევა - ესა აცხოვრების მიმართულების შერჩევა. ამიტომ, სწორი სახელის შესარჩევად აუცილებელია მივმართოთ ასტროლოგიურ ცოდნას. სახელი შეირჩევა იმ ზოდიაქოს ნიშნებიდან, რომლებიც მეტადაა გამოყოფილი ადამიანის ჰოროსკოპში. ჩვენს დროში, ხშირად რთულდება იმ სახელის შერჩევა, რომელიც ჰოროსკოპში აღნიშნული ბედიღბლის ვარიანტებიდან, მეტნაკლებად წარმატების მომტანია. თანამედროვე საზოგადოებაში, ყველაზე კარგ შემთხვევაში, გამოიყენება 50-მდე მამაკაცისა და ქალის სახელი, რითაც ხდება პირადი სახელის სტანდარტიზაცია, აქედან გამომდინარე კი, ადამიანთა ხასიათისა და ბედის სტანდარტიზაციაც. ზოდიაქოს გრადუსების რაოდენობიდან გამომდინარე, უნდა გამოიყენებოდეს არანაკლებ 360 სახელი. ბედის ყოველი კორექცია იწყება ჩვენი სახელიდან და საკუთარ ცხოვრებაში წესრიგის შეტანა პირადი სახელის შესწავლით უნდა დავიწყოთ. სულაც არაა შემთხვევითი, რომ შოუბიზნესის წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი თავისი სახელით კი არ მოღვაწეობს, არამედ სპეციალურად შერჩეული ფსევდონიმით.
    შესაძლებელია, ანბანის ყველა ასო გამოვხატოთ როგორც ციფრი, აქედან გამომდინარე კი, ადამიანის ყველა სახელი წარმოვადგინოთ რიცხვის სახით. ანბანის ასოების პლანეტარულ ჭრილში ინტერპრეტირება შესაძლებელია მარტივი ციფრებით 1-დან 9-მდე. ამისათვის საჭიროა ანბანის ყველა ასოს თანმიმდევრული გაწერა ამ ციფრებით. შედეგად მივიღებთ სტრუქტურას, რომელსაც ანბანის პლანეტარული სისტემა ეწოდება. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია პლანეტარულ ჭრილში რუსული ანბანის ასოების ციფრებთან შესაბამისობის შესახებ.

    მზე - 1 А-ა, И-ი, С-ს, Ъ
    მთვარე - 2 Б-ბ, Й, Т-ტ, Ы
    მარსი - 3 В-ვ, К-კ, У-უ, Ь
    მერკური - 4 Г-გ, Л-ლ, Ф-ფ, Э-ე
    იუპიტერი - 5 Д-დ, М-მ, Х-ხ, Ю
    ვენერა - 6 Е-ე, Н-ნ, Ц-ც, Я
    სატურნი - 7 Ё, О-ო, Ч-ჩ
    ურანი - 8 Ж-ჟ, П-პ, Ш-შ,
    ნეპტუნი - 9 З-ზ, Р-რ, Щ


    იმისათვის, რომ სახელის პლანეტრული რიცხვი გამოვთვალოთ, საჭიროა სახელის ასოების შესაბამისი ყველა ციფრის შეკრება. ციფრებს ვაჯამებთ მანამ, სანამ არ მივიღებთ მარტივ რიცხვს 1-დან 9-მდე, რომელიც გამოავლენს ამ სახელის მმართველ პლანეტას. მაგ., თუ შევკრებთ სახელ ნიკოლოზი-ს (Николай) ყველა ციფრს, მივიღებთ 6+1+3+7+4+1+2=24 = 2+4=6. ეს რიცხვი არის ამ სახელის ციფრთა ჯამი და გავყავართ ამავე სახელის მმართველ პლანეტაზე - ვენერა. ეს რიცხვი წარმოადგენს სახელის „ბედის ვარსკვლავს.“ ისაა იმ მიმართულების მაჩვენებელი, სადაც უნდა იქნეს ჩადებული ჩვენი ძალისხმევა, რათა შევესაბამებოდეთ სახელს და მისი დახმარებით მივიღოთ მაქსიმალური დაცვა ცხოვრებაში. ის მიგვითითებს, თუ რომელი მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ, რათა მოვახერხოთ ჩვენი ბედიღბლის კორექტირება და მოვლენების რეალიზების უფრო წარმატებული ვარიანტების შერჩევა.
    თუ სახელის ასოების ციფრთა ჯამი წარმოადგენს ერთს, როგორიცაა სახელების: ალექსანდრა, ვერა, გრიგორი, დენისი, ოლგა, ოქსანა, თამარი, ვსესლავი (Александра, Вера, Григорий, Денис, Ольга, Оксана, Тамара, Всеслав) და სხვათა შემთხვევაში, მაშინ ამ სახელთა საკვანძო პლანეტაა მზე. აქედან გამომდინარე, ყველა ვერას, გროგორის, ოლგასა და მათი სახელების წინაშე დგას შემდეგი მიზანი: საკუთარი ნიჭის და უნარების რეალიზება, გამორჩეულ შემოქმედებით პიროვნებებად ჩამოყალიბება. ამ სახელების მფლობელებმა, ცხოვრების განმავლობაში, უნდა შეიმუშავონ სოლარული თვისებები, სხვა შემთხვევაში, მათი სახელები არამარტო ვერ შეასრულებენ დაცვის ფუნქციას, არამედ პირიქით - მკაფიოდ გააშუქებენ და გამოავლენენ მათ ყველა ნაკლოვანებებს და კომპლექსებს. თუკი მზე პირად ჰოროსკოპში ძლიერ და კეთილ პლანეტას წარმოადგენს და ამავდროულად სახელი გამყარებულია ჰოროსკოპით, მას შეუძლია ბედის წარმატებული ვარიანტის რეალიზება. ადამიანებს, რომელთა ჰოროსკოპშიც მზე სტატუსით სუსტია, მოუწევთ მეტი ძალისხმევა სახელის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად და თავდაცვის სისტემის გამოსამუშავებლად. 
    როდესაც სახელის ასოების შესაბამისი ციფრთა ჯამი ორია, როგორც მაგალითად შემდეგი სახელების შემთხვევაში: ანასტასია, ბოროსი, თემური (Анастасия, Борис, Тимур) და სხვა, ამ შემთხვევაში, სახელი თავის თავში მოიცავს „გზაჯვარედინზე მყოფი რაინდის“ მისტერიას. ორიანი წარმოადგენს ორობით რიცხვს, რომელიც ადამიანს ყოველთვის აყენებს არჩევანის აუცილებლობის წინაშე. ამიტომ, ყველა ანასტასიას და ბორისის ცხოვრება დამოკიდებულია მათ არჩევანზე, რომლითაც ისინი თავიანთ მომავალს განაპირობებენ. ასეთი სახელების საკვანძო პლანეტაა მთვარე, ამიტომ, ბორისებმა და ანასტასიებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ სახლს, ოჯახს, ახლობლებს. უნდა გააგრძელონ თავიანთი გვარის და ერის სულიერი ტრადიციები. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებენ ისინი თავისი სახელის დამცველობითი ფუნქციის ამუშავებას. მათ პირად ჰოროსკოპში უნდა მოიძებნოს მთვარის მდებარეობა, რომელიც დაადასტურებს სახელში ჩადებული პროგრამის შესრულების სიადვილეს ან სიძნელეს.
    სამიანი ისეთი სახელების ციფრთა ჯამია, როგორებიცაა: ვალენტინა, ოლეგი, ტატიანა, ნატალია, ანტონინა (Валентина, Олег, Татьяна, Наталия, Антонина) და სხვა. ყველა ეს სახელი თავისი მფლობელისგან აქტიურობის გამოვლენას ითხოვს, ვინაიდან მშფოთვარე პრაქტიკულ მოღვაწეობას ისინი ღრმად შეჰყავს ბრძოლის მისტერიაში და ცხოვრებისეულ ომში. ამ სახელთა საკვანძო პლანეტაა მარსი, ამიტომ, ყველა ტატიანამ და ოლგამ ყურადღება უნდა მიაქციოს ამ პლანეტის მდებარეობას თავის ჰოროსკოპში. თუ ამ შემთხვევაში, მარსი კეთილ და ძლიერ პლანეტას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ისინი ბუნებრივად ესადაგებიან თავიანთი სახელის პროგრამას. ამიტომ, შეძლებენ გამოიმუშავონ სახელის დაცვა და გახდნენ ცხოვრების მიმართ შეუვალნი. შესაძლოა, გავიხსენოთ მარსიანული სახელების ისეთი ნათელი მაგალითები, როგორებიცაა პირველი კოსმონავტი ქალი - ვალენტინა ტერეშკოვა, ან ტატიანა დორონინა, რომელმაც ხელში აიღო ცნობილი თეატრის მმართველობა. ან ისეთი დინამიური საესტრადო მომღერალი, როგორიცაა ოლეგ გაზმანოვი. ყველა მათგანმა ძალიან აქტიურად გამოავლინა თავი ცხოვრებაში და დაამუშავა საკუთარი სახელის დაცვითი ფუნქცია.
    ოთხიანს, როგორც სახელის ციფრთა ჯამს, მივყავართ მისი დამცველობითი ფუნქციის - ცოდნისა და ინფორნაციის შეძენით გამომუშავებისკენ, ტყუილისა და მართალის გარჩევის შემეცნებისკენ. ეს რიცხვი ისეთი სახელების ასოთა ციფრების ჯამია, როგორებიცაა: ვასილი, ვიაჩესლავი, გენადი, რაისა, ლევი (Василий, Вячеслав, Геннадий, Раиса, Лев) და სხვა. ამ სახელთა საკვანძო პლანეტაა მერკური, ამიტომ, ყველა რაისამ და ვასილიმ უნდა გაარკვიოს პლანეტა მერკურის მდებარეობა პირად ჰოროსკოპში. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს გაერკვნენ, თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ თავიანთი სახელის მისტერიის რეალიზაციისას და მხოლოდ ამ პლანეტის ფუნქციური პრობლემების გადაჭრის გზით მიიღებენ დაცვას სახელისაგან.
    ხუთიანი წარმოადგენს ბევრი გავრცელებული სახელის ციფრთა ჯამს: ალექსეი, ანნა, ელენა, მარინა, ნადეჟდა, ნატალია, ნინა, ვლადისლავი, ევგენი, ნიკიტა, ფედორი (Алексей, Анна, Елена, Марина, Надежда, Наталья, Нина, Владислав, Евгений, Никита, Фёдор) და სხვა. ეს რიცხვი დაკავშირებულია უსაზღვრო ენერგიასთან და აქტიურობასთან. ამას გარდა, ის მიუთითებს ქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებაზე, რომლის საშუალებაც ეძლევა ადამიანს, მაგრამ, ცუდ შემთხვევაში, შესაძლოა, ამ თვისებების გამო, ადამიანი ცოდვაშიც ჩავარდეს. ხუთიანი ასევე წარმოადგენს კანონის რიცხვს, რომელიც სჯის მფლობელს თავისუფლების არასწორად გამოყენებისათვის. ასეთ სახელთა საკვანძო პლანეტაა იუპიტერი, ამიტომ, ყველა ალექსეის და ელენეს ჰოროსკოპში უნდა მოიძებნოს ამ პლანეტის მდებარეობა და ის პრობლემები, რომელზედაც ის მიუთითებს. იუპიტერი წარმოადგენს კანონის და ავტორიტეტის პლანეტას. ამიტომ, როცა ასეთი სახელის ადამიანი იპოვის თავის ადგილს სოციუმში, მოიხვეჭს ავტორიტეტს და სხვა ადამიანების პატივისცემას, ამით მოიპოვებს თავისი სახელის ტარების უფლებას და მისგანვე მიღებს სრულ დაცვას.
    ექვსიანი, როგორც სახელის ასოთა შემადგენლობის ციფრთა ჯამი, გვიყენებს მოთხოვნას, რომ ვისწავლოთ ჰარმონიისა და წესრიგის შენარჩუნება საკუთარ თავსა და გარესამყაროში. ეს მატერიალური ბედნიერების რიცხვია, რომელმაც, ცუდ შემთხვევაში, შეიძლება მოახდინოს სიზარმაცის, პარაზიტირების, მატერიალურ სიკეთეებზე ზედმეტად მიჯაჭვულობის პროვოცირება. ექვსიანი შემდეგ სახელთა ციფრთა ჯამია: ანატოლი, არტიომი, იგორი, კრისტინა, ლუბოვი, სვეტლანა, ნიკოლოზი (Анатолий, Артём, Вадим, Игорь, Зинаида, Кристина, Любовь, Светлана, Николай) და სხვა. ამ სახელების საკვანძო პლანეტაა ვენერა - სიყვარულისა და მატერიალური კეთილდღეობის პლანეტა. ვენერას მდებარეობა პირად ჰოროსკოპში მიუთითებს, თუ როგორ ცდუნებებსა და პრობლემებს შეიძლება შეეჯახონ ამ სახელთა მფლობელები სახელის პროგრამის შესრულებისას.
    როცა სახელის ციფრთა ჯამია შვიდი, ჩართულია წინააღმდეგობათა გადალახვისა და გამოცდების გავლის მისტერია, რომლის შემდეგაც, მოგვეცემა გარკვეული ჯილდო. ეს რიცხვი დაკავშირებულია თვითგანვითარებასთან და სიბრძნის მიღებასთან. ის წარმოადგენს შემდეგი სახელების ციფრთა ჯამს: ბოგდანი, ვიქტორი, დიმიტრი, ლუდმილა, მაქსიმი, იულია (Богдан, Вик¬тор, Дмитрий, Людмила, Максим, Юлия) და სხვა. ამ სახელთა საკვანძო პლანეტაა სატურნი. ყველა ვიქტორს, მაქსიმს ან ლუდმილას ევალებათ ყურადღება მიაქციონ ამ პლანეტის მდებარეობას პირად ჰოროსკოპში, რათა გაარკვიონ მზად არიან თუ არა თავისი სახელის პროგრამის შესასრულებლად და გაითვალისწინონ, თუ რა წინააღმდეგობებთან მოუწევთ შეჯახება.
    რვიანი, როგორც სახელის ციფრთა ჯამი, თავის თავში მოიცავს თავისუფალი არჩევანის მისტერტიას. ასეთი სახელები იძლევიან უამრავ შესაძლებლობებს, მიიზიდავენ ცხოვრებისეული ბედნიერებების ალბათობებს, მაგრამ მათი მფლობელები ძნელად აცნობიერებენ თავის შანსებს აუცილებელი არჩევანის გაკეთების დროს. ეს რიცხვი ითხოვს ადამიანისგან, რომ ის იყოს ღირსეული - ბედის საჩუქრისთვის, რადგან, სხვა შემთხვევაში, მას დაკარგავს. რვიანი ციფრთა ჯამია სახელთათვის: არსენი, ვალერი, გალინა, კონსტანტინე, მიხეილი, პეტრე, ლარისა, იური (Арсений, Валерий, Галина, Константин, Михаил, Пётр, Лариса, Юрий) და სხვა. ამ სახელთა საკვანძო პლანეტაა ურანი - სიახლეების, თავისუფლებისა და ავანტიურების პლანეტა. ამიტომ, ყველა მიხეილის და იურის ჰოროსკოპში ყურადღებას ვაქცევთ ამ პლანეტას. საჭიროა აღინიშნოს, რომ ურანული სახელები ერქვათ პირველ კოსმონავტს იური გაგარინს და ცნობილ მფრინავს ვალერი ჩკალოვს. „პერესტროიკის მამა“ - მიხეილ გორბაჩოვიც ასეთ სახელს ატარებს. მის ჰოროსკოპში ურანი გამორჩეული მნიშვნელობის პლანეტაა, რადგან მდებარეობს აღმავალი კვანძის შეერთებაში ჰოროსკოპის ასცედენტზე.
    ცხრიანი ყველაზე საიდუმლო რიცხვია, რომელიც თავის თავში მოიცავს დიამეტრალურად საწინააღმდეგო მახასიათებლებს. ერთის მხრივ - ესაა ბრძოლის რიცხვი, როგორც სამიანი კვადრატში და, მეორეს მხრივ - განწმენდისა და გარდაქმნის რიცხვი, როგორც მოგებული ბრძოლის კომპენსაცია. ცხრიანი შემდეგ სახელთა ციფრთა ჯამია: ალექსანდრე, ვსევოლოდი, ირინა, ვერონიკა, ვასილინა (Александр, Всеволод, Ирина, Вероника, Василина) და სხვა. ამ სახელთა საკვანძო პლანეტაა ნეპტუნი, რომელიც გვთხოვს ყველანაირი მერყეობისა და ილუზიის გადალახვასა და საკუთარ თავთან ბრძოლის მოგებას. ასეთი სახელების მფლობელთა ჰოროსკოპში ყურადღება უნდა მიექცეს ნეპტუნის მდებარეობას.
    სახელის ციფრთა შეჯამების მიხედვით გამოვლენილი პლანეტებია ასევე პროზერპინა და ქირონი. პლუტონი, პლანეტარულ ჭრილში, შეესაბამება ციფრ ათიანის ინფორმაციას, ამიტომ, ის იმ სახელის საკვანძო პლანეტად ითვლება, რომლის ციფრთა ჯამია ათი. მაგ., თუ დავითვლით სახელ ალლა-ს პლანეტარულ კოდს, გამოვა 1+4+4+1=10, ან სახელი ევა-ს პლანეტარულ კოდს 6+3+1=10. რიცხვი ათი, ასევე, შესაძლოა მივიღოთ ორციფრიანი რიცხვის დაჯამებით. მაგ., თუ გამოვითვლით სახელი ევგენის (Евгений) ციფრთა კოდს, მივიღებთ 6+3+4+6+6+1+2=28 = 2+8=10. ასეთ შემთხვევაში, ითვლება, რომ თუ რიცხვი 10 მიიღება წყვილ ციფრთა ჯამისგან (28, 46, 64), მაშინ სახელის მმართველი პლანეტაა პლუტონი, რომელიც დაკავშირებულია წყვილ რიცხვებთან. თუ კი რიცხვი 10 მიიღება კენტი ორციფრიანი რიცხვისგან (19, 37), მაშინ ციფრთა ჯამად მიიჩნევა კენტი რიცხვი 1 და მას მართავს მზე. პლუტონი მართავს ისეთ სახელებს როგორებიცაა: ალლა, ევა, სერგეი, ევგენი (Алла, Ева, Сергей, Евгений) და სხვა. ამიტომ ასეთი სახელების ადამიანთა ჰოროსკოპებში ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პლანეტის მდებარეობას. პლუტონი, როგორც სახელის საკვანძო პლანეტა, ითხოვს, რომ ადამიანი მოერიოს თავის შიშებს, ისწავლოს ყველანაირი ექსტრემალური სიტუაციის გადალახვა და მართოს კოლექტიური ენერგიები სხვა ადამიანებზე ხელმძღვანელობით.
    პროზერპინა ითვლება იმ სახელთა საკვანძო პლანეტად, რომელთა ციფრთა ჯამიცაა თერთმეტი. მაგ., სახელი ივანე-ს პლანეტარული კოდი უდრის ამ რიცხვს 1+3+1+6=11. თუ რიცხვი 11 მიიღება ორნიშნა კენტი ციფრების შეჯამებით (29, 47), მაშინ ციფრთა ჯამად ითვლება მარტივი კენტი რიცხვი 11, სახელის მმართვერლად კი - პროზერპინა. მაგ., თუ გამოვითვლით სახელ ვლადიმერის (Владимир) პლანეტარულ კოდს, მივიღებთ 3+4+1+5+1+5+1+9=29 = 2+9=11. თუ ციფრი 11 მიიღება ორნიშნა წყვილი ციფრისგან (38, 56), მაშინ სახელის ჯამურ რიცხვად მიიჩნევა წყვილი რიცხვი 2 და ასეთი სახელის მმართველია მთვარე. პროზერპინა მართავს სახელებს: ანგელინა, ანდრეი, ვალენტინი, ვლადიმირი, ივანე, ლადა, ლეონიდი (Ангелина, Андрей, Валентин, Владимир, Иван, Лада, Леонид) და სხვა. ასეთ სახელთა მფლობელთა ჰოროსკოპში ამ პლანეტამ უნდა დაიკავოს მნიშვნელოვანი ადგილი, რათა მათ მოახერხონ თავისი სახელის პროგრამის რეალიზება. პროზერპინა ითხოვს ისეთი თვისებების დამუშავებას, როგორებიცაა სიხისტე, პუნქტუალურობა, მოთმინების უნარი და მოვალეობების შესრულება. ყველა ანდრეის, ვლადიმერის და ლეონიდის გზამკვლევი ვარსკვლავი შეიძლება იყოს რწმენა, რომელიც „მთებს გადადგამს და გადაარჩენს მათ.“
    ქირონი იმ შემთხვევაშია სახელის მმართველი, თუ პლანეტარული კოდის ციფრების შეჯამებით მიიღება ოცდაცამეტი, რომელიც 6-მდე არ დაგვყავს. ეს ციფრი მიიღება ისეთ სახელთა პლანეტარული კოდის დაჯამებით, როგორებიცაა: გიორგი (Георгий 4+6+7+9+4+1+2=33), ელიზავეტა (Елизавета 6+4+1+9+1+3+6+2+1=33), მარგარიტა (Маргарита 5+1+9+4+1+9+1+2+1=33). ქირონი, როგორც სახელის საკვანძო პლანეტა, მოითხოვს დიპლომატიური უნარების გამომუშავებას, რთული სიტუაციების ობიექტურად შეფასებას და მათ კონტროლს, მიდგომის პოვნას და მოლაპარაკების უნარს ყველანაირ პარტნიორთან. ასეთი სახელის მფლობელთა ჰოროსკოპში ყურადღება უნდა მიექცეს ქირონის მდებარეობას, რათა მათ გაიაზრონ, თუ როგორ მოერგონ სახელის პროგრამას უკეთესად.
    უძველესი ასტროლოგები, ასევე ითვალისწინებდნენ პლანეტა ვულკანს, რომელიც დღემდე არ არის აღმოჩენილი ასტრონომების მიერ, მაგრამ ძველ დროში, იგი ცნობილი იყო. ვულკანის ორბიტა მდებარეობს მზესა და მერკურს შორის. ვულკანის აღმოჩენა ცაზე ძალიან ძნელია, რადგან ის მზესთან ახლოს მდებარეობს და არ შორდება მას 12°-ზე მეტად. პლანეტა ვულკანი, თავისი ასტროლოგიური ფუნქციებით, ჩვენი მზის სისტემაში კოსმიური კანონების გამტარებელია. ის იძლევა მიწიერი კანონების შეფარდებას სამყაროს კანონებთან და გვიჩვენებს, თუ როგორ ვერგებით ჩვენ კოსმოსის ჰარმონიას. ამ პლანეტას უკავშირდება რიცხვი ოცადაორი. ამიტომ, თუ პლანეტარული კოდის ციფრთა ჯამი ეს რიცხვია, ის არ დაიყვანება მარტივ რიცხვამდე და ასეთივე სახით ჩაითვლება ციფრთა ჯამად. ციფრი ოცადაორი შემდეგ სახელთა ჯამური რიცხვია: ანტონი, ზოია, ჟანნა, კირილი, მარია, პავლე (Антон, Зоя, Жанна, Кирилл, Мария, Павел) და სხვა. ვულკანი, როგორც სახელის საკვანძო პლანეტა, გვაიძულებს დავფიქრდეთ მუდმივ პრობლემებზე, მიწიერი ცხოვრებისა და კოსმოსის ურთიერთკავშირზე. იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ დედამიწაზე ისე, რომ არ დავარღვიოთ კოსმიური ბალანსი და სამყაროს ჰარმონია. ჰოროსკოპებში ვულკანი უნდა ვეძებოთ მზესთან ახლოს, მაგრამ ამ პლანეტის ორბიტის ზუსტი პარამეტრები ჯერაც არაა დადგენილი, ამიტომ ძნელია რაიმეს თქმა ჰოროსკოპში მისი მდებარეობის შესახებ.
    არსებობენ სახელები, რომელთა დაწერის ორი ვარიანტი არსებობს. მაგ: ნატალია და სოფია (Наталья - Наталия, София - Софья). ასეთ სახელთა ვარიანტებს მივყავართ სხვადასხვა პლანეტარულ ჯამამდე. სახელი ნატალია-ს (Наталия) ციფრთა ჯამია 3 და, აქედან გამომდინარე, მისი საკვანძო პლანეტაა მარსი. ხოლო ამავე სახელის მეორე ვარიანტში (Наталья) ციფრთა ჯამია 5 - იუპიტერი. თუ სახელი სოფია, პირველ შემთხვევაში (Софья) 3 - მარსია, მეორე შემთხვევაში (София) 1 - მზეა. საკვანძო პლანეტარული ციფრის გამოთვლისას, აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ კონკრეტულად, რომელ ვარიანტს უწოდებს თავის თავს ადამიანი. სახელის მმართველი პლანეტა ჰოროსკოპში უნდა იყოს შესამჩნევი და კაშკაშა. ასეთ შემთხვევაში, ადამიანისთვის უფრო ადვილია თავისი სახელის მფარველობის გამომუშავება. პლანეტის სუსტი გამოვლინების შემთხვევაში, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ სახელის ფუნქცია არ ამუშავდა. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს დასჭირდება უამრავი ზედმეტი ენერგიის დახარჯვა იმისათვის, რომ დაამუშაოს ამ პლანეტის დადებითი მხარეები და მოიპოვოს დაცვა. თუ სახელის რიცხვი უკავშირდება ჰოროსკოპის დაზიანებულ, ბოროტ პლანეტას, ასეთი სახელი სხვა ადამიანებთან კონტაქტისას შექმნის პრობლემებს. ამ შემთხვევაში, უნდა გადავლახოთ ჩვენი კომპლექსები ამ პლანეტის ფუნქციებთან მიმართებაში და ვეცადოთ გამოვავლინოთ მხოლოდ მისი ნათელი მხარეები. სახელის საკვანძო პლანეტა წარმოადგენს განვითარების ორიენტირს, მიმართულებას. თუ ადამიანმა დაამუშავა მისი საუკეთესო თვისებები, სახელი მას დაცვას აჩუქებს და დაეხმარება სხვებთან ურთიერთობაში. მას მიეცემა განვლილი ცხოვრების სრულფასოვნების შეგრძნება, რადგან ამ შემთხვევაში, ადამიანმა სრულად შეასრულა თავისი სახელის პროგრამა.



     

    GeoAstro



  • loading...
    Загрузка...