62 დღე საქართველოს გარშემო - ერთ ვიდეოში ჩატეული ზღაპრული სილამაზე (ვიდეო)
2017-04-21 17:15:02
loading...
  • ეს არის ვიდეო, რომელიც საქართველოში 62-დღიანი მოგზაურობის საოცარ კადრებსა ასახავს. მისი ავტორი კავკასიის უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტი გიორგი ჯობავაა. ვიდეორგოლი საქართველოს ყველა მხარეს მოიცავს. მოგზაური ცდილობს საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ადგილები სულ სხვა კუთხით დაანახოს.

    როგორც მოგზაური „ნიუპოსტთან“ აცხადებს, ამ ვიდეორგოლის გადაღებისა და გავრცელების მთავარი მიზანი უფრო მეტი ტურისტის მოზიდვაა. 

    „15 წლის ასაკიდან მინდოდა შემექმნა ისეთი ვიდეო, რომლითაც ვიამაყებდი და ტკბილ მოგონებად დამრჩებოდა. იდეაც ზუსტად აქედან მოდის, მინდოდა ჩემი ქვეყნისთვის ისეთი "საჩუქარი" გამეკეთებინა, რაც გარკვეული მიზეზებით წარმოქმნილი ნეგატიური ვითარების ფონზე ხალხს პოზიტიურ განწყობაზე დააყენებდა“- აღნიშნა გიორგი ჯობავამ. 
     



  • loading...
    Загрузка...