-
გაზიარება
loading...
თინა მახარაძემ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა - გაიგეთ, რა გახდა მიზეზი
2017-04-21 12:54:27
loading...

  • მსახიობმა თინა მახარაძემ სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა. ამის შესახებ მსახიობი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. როგორც თინა მახარაძე განმარტავს, სერიალის დატოვების მიზეზი სასიხარულო ამბავი გახდა - მსახიობი კინორეჟისურის სამწლიან მაგისტრატურაში მიიღეს.

    "კინორეჟისურის სამწლიანი მაგისტრატურა. მიმიღეს.თავდადებული მადლობა და სიყვარული ჩემს რეკომენდატორებს, განსაკუთრებით ნიკა რურუას და, რა თქმა უნდა, კახა მშვიდობაძეს, თამარა მირიანაშვილს და ჩემი ფილმის გადამღები ჯგუფის ყველა წევრს ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეს", - წერს მსახიობი სოციალურ ქსელში.

    მსახიობს წარმატებას მეგობრები ულოცავენ. მათ შორის სერიალის სხვა მსახიობები.

    "მაგრად მიხარია!!! ისედაც სულ ვიცოდი, რომ კიდევ ბევრ კარგს, საინტერესოს და ღირებულს გააკეთებ ცხოვრებაში. ეს ამბავი მაგრად დაგეხმარება გუდ ლაქ, ლავ იუ", - წერს კომენტარებში ბახვა ბრეგვაძე.



  • loading...
    Загрузка...