--
მსოფლიოში ყველაზე ჭარბწონიანმა ქალმა ოპერაციის შემდეგ 250 კგ დაიკლო
2017-04-20 18:40:50

  • ეგვიპტელმა ემან აბდ ელ-ატიმ, რომელიც 500 კილოგრამს იწონოდა, ინდოეთის კლინიკაში რთული ოპერაცია გადაიტანა და წონის ნახევარი დაიკლო.

    ბიბისის ცნობით, წონის კორექციის ოპერაცია ემანს ორი თვის წინ ჩაუტარდა, თუმცა მისი ფოტოები კლინიკამ ახლა გამოაქვეყნა.

    ქირურგის მუზაფალა ლაკდავალის განცხადებით, პაციენტი მკურნალობის კურსს განაგრძობს, თუმცა ბავშვობაშუ განცდილი ინსულტის გამო ნაწილობრივ პარალიზებულია და კრუნჩხვები აქვს. ასევე უჭირს მეტყველება.

    მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, წონის შესანარჩუნებლად მას სპეციალური პრეპარატების მიღება მოუწევს.

    ემანის ახლობლების განცხადებით, ის დაბადებისას 5 კილოგრამს იწონიდა და ე.წ. სპილოს დაავადება დაუდგინდა.

    newposts.ge



  • loading...
    Загрузка...