“მე ვარ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი” – ნიკა ქავთარაძე საზოგადოებას აფრთხილებს
2017-04-20 13:32:56

  • ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში, საკუთარ თავზე გამოცდილ, თმის გადანერგვის შედეგებს აქვეყნებს.

    ეს როგორ არ მოგიყვეთ

    “ორი ძალიან მძიმე ოპერაციის შემდეგ, გავიდა საკმარისი დრო თმების ამოსასვლელად. მაგრამ ძალიან საშიშად და საეჭვოდ მიდიოდა პროცესები.
    მივედი კლინიკაში და ვეუბნები, რა ვქნათ, მირჩიეთ როგორ მოვიქცე, საშინელებას ვგავარ, თქვენ გენდობით, როგორმე მიმიყვანეთ ისეთ მდგომარეობამდე, რომ გარეთ გასვლის არ მცხვენოდესთქო.
    და რა შემომთავაზეს იცით?!
    – მოდი თმებს დაგახატავთ თავზეო(!!!) თმების ტატუს გაგიკეთებ და ხალხს ეგონება, რომ გაქვს თმებიო
    P.S. საკუთარ იმიჯზე ნერვიულობდნენ, თორე მე სულ ფეხებზე ვეკიდე” – წერს ქავთარაძე.

    მისივე თქმით, მას ამ ოპერაციის გამო თავი დაუმახინჯდა.

    “ამ ფოტოებზე ჩანს ჩემი “თმის გადანერგვის” ოპერაციების(3) შედეგი. თუ არ ვიჭრი/ვიპარსავ მაქსიმუმ იმდენი თმა მაქვს, რასაც მარცხენა ორ ფოტოზე ხედავთ და რაც მთავარია, ამ ოპერაციის გამო, ასე დამიმახინჯდა თავი – რამხელა დაღი მაქვს დიდი ბოდიში, არც თუ ისე კარგი სანახაობისთვის.
    მე ვარ პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლი!
    ფრთხილად იყავით!
    მე და ჩემი იურისტი მეგობრები ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ამბავი ასე არ დავტოვოთ!” – წერს ქავთარაძე.

     



  • loading...