შაქარია ქუცუნაშვლის წინაასაარჩევნო პროგნოზი-თუ ოცნების კანდიდატი წააგებს ქვეყანაში აღმშენებლობა შეჩერდება და წარღვნდა დაიწყება
2018-11-09 15:46:29
  •  გრიგოლ ვაშაძეს მიღებული აქვს პოლიტიკური დაკვეთა ქვეყანაში დაძაბულობის მოწყობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

    მისივე თქმით, „დოიჩე ველესთან" გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუმ ცხადყო, რა პოლიტიკურ მიზნებს ისახავს ე.წ. ოპოზიციური კანდიდატი.

    „უცხოურ მედიასაშუალება „დოიჩე ველესთან" საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუმ ცხადყო, რა პოლიტიკურ მიზნებს ისახავს ე.წ. ოპოზიციური კანდიდატი. ნათელი გახდა ჩვენი ვარაუდი, რომ ვაშაძე და მისი ჯგუფი იბრძვის მხოლოდ ორი რამისთვის. პირველია შეწყალების პრივილეგიის მოპოვება, რომ მოძალადეები გაათავისუფლოს ციხიდან. მეორე არის ის, რომ უმაღლესი წარმომადგენლობის თანამდებობა გამოიყენოს არა ქვეყნის წარმოსადგენად, არამედ აქციებისა და მიტინგების გასამართავად", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

    მისივე თქმით, როდესაც ჯერ კიდევ არ არჩეული პრეზიდენტობის

    კანდიდატი ხალხს მოუწოდებს აქციებისკენ და ვერ ასახელებს ამ აქციების ჩატარების მიზეზს და ვერ აცნობიერებს, რომ, როგორც წესი, აქციების ჩატარების ინიციატორი უნდა იყოს არა კონსტიტუციური ორგანოები, არამედ ხალხი, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მას აქვს პოლიტიკური დაკვეთა ქვეყანაში დაძაბულობის მოწყობაზე.



  • loading...