ჩემი შვილი სახლში ტირილით დაბრუნდა, სტრესულ მდგომარეობაშია, სკოლაში არ დადის - 55 წლის მამაკაცმა 12 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება მეორედ განახორციელა
2018-11-09 14:49:51
  • 12 წლის ბავშვის დედის განცხადებით, 55 წლის მამაკაცმა,  რომელიცშინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა,  მისი შვილის მიმართგარყვნილი ქმედება მეორედ განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ„ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

    დედის თქმით, ბავშვი ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებს.

    „ბავშვი სკოლიდან სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, როდესაც 55 წლის მამაკაცი მიუახლოვდა და გარყვნილიქმედება განახორციელა. ბავშვმა თავი ცუდად იგრძნო და ავტობუსში მყოფებს დახმარება სთხოვა. მოძალადისგანთავის დასაღწევად, უცნობი მამაკაცი გათავისუფლებაში დაეხმარა და მოძალადეს უთხრა, რომ ავტობუსიდანჩასულიყვნენ და ესაუბრათ, რაზეც უარი განუცხადა. ჩემი შვილი სახლში ტირილით დაბრუნდა. ბავშვი სტრესულმდგომარეობაშია სკოლაში არ დადის. მომხდარის გამო, დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციას ვთხოვეთ, შემდეგ კი სამართალდამცავებს მივმართეთ. ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე ვართ ჩაწერილი, ბავშვი ერთი კვირაასკოლაში არ დადის. მომხდარის შესახებ სკოლის დირექტორიც ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ იგივემამაკაცისგან მსგავსი ქმედება ჩემი შვილის მიმართ მეორედ ისევ ავტობუსში განხორციელდა. მამაკაცი ვერამოვიცანი, რადგან არასდროს მინახავს”,- განაცხადა მოზარდის დედამ.

    ბათუმში 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 55 წლის მამაკაცი დააკავეს. მომხდარზეგამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

    ინტერპრესნიუსი

     



  • loading...