ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
2018-11-09 07:32:11
  • ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულსაკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს დაკომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატშიგადაინაცვლოს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ასეთიშეთავაზება ეკა ბესელიამ გუნდისგან უკვე მიიღო.

    როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ბესელიასთან დაკავშირებით საკადრო ცვლილების განხორციელებისსაკითხი მსჯელობის საგანი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იყო დამოსალოდნელია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.

    უფრო კონკრეტულად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პარლამენტისხელმძღვანელობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელიას შეცვლის საჭიროებასხედავენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავისი საქმიანობითა და ფუნქციებით პარლამენტის ერთ-ერთიყველაზე უფრო მნიშვნელოვანია კომიტეტია. არაოფიციალური ინფორმაციით, პარლამენტის ლიდერშიპში დაისვასაკითხი, რომ კომიტეტის საქმიანობას სხვამ უხელმძღვანელოს და ამ თანამდებობაზე ეკა ბესელია შეიცვალოს.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის სანაცვლოდ, ბესელიამ პარლამენტისვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევის შეთავაზება მიიღო (უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის ერთი ადგილიპარლამენტში ვაკანტურია), რათა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი თანამდებობრივი დაქვეითების სახე არ მიეცეს.

    პარლამენტში მოსალოდნელი ამ საკადრო ცვლილების კონტექსტში აღსანიშნავია იურიდიულ საკითხთაკომიტეტში არსებული ის არაკეთილგანწყობა, რაც უმრავლესობის ცალკეულ დეპუტატებსა და კომიტეტისთავმჯდომარეს შორის რამდენჯერმე საჯარო სხდომაზეც გამოჩნდა.

    პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეკა ბესელიას შემცვლელადდეპუტატი ანრი ოხანაშვილი განიხილება.

    ipn.ge

     



  • loading...