მამაკაცის გამო გორში ცოლმა და საყვარელმა ერთმანეთი სასტიკად ცემეს
2018-11-08 17:03:19
  • qartli.ge-ს ინფორმაციით, სასამართლო ექსპერტის თქმით, ერთ-ერთქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს - სახისარეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა.

    ამის შესახებ დღეს გორში გამართულ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმომადგენელმამალხაზ მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, დადასტურებულია, რომ ორივე ბრალდებულ ქალს თავისარეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

    საქმე იმაშია, რომ გორის რაიონული პროკურატურა 40 წლამდე ასაკის ქალბატონებს ერთმანეთის ცემაშიადანაშაულებს. პოლიციამ ბრალი ორივე მათგანს 126-ე მუხლით წარუდგინა (ცემა).

    პროკურატურის მტკიცებით: ,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, თავისიქმრის მეგობარი ქალი შენიშნა, რის შემდეგაც მიუახლოვდა მას და თმებით მოქაჩა, რაზეც მეორექალბატონმაც იგივე ქმედებით უპასუხა, მეტიც სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც მიიღო დაჟეჟილობა."

    ადვოკატ ვაჟა სუხიტაშვილის განცხადებით, წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ მამაკაცისმეუღლე სცნობს, ხოლო მეგობარი ქალი ამბობს, რომ უდანაშაულოა, რადგან მეორე ბრალდებული თავსდაესხა და თავს იცავდა.

    სასამართლო პროცესზე პროკურატურამ მამაკაცი დაკითხა, ის მომხდარს ადასტურებს და აღნიშნავს, რომმომხდარის შემდეგაც მეუღლესთან და მეგობარ ქალთან კვლავაც აგრძელებს ურთიერთობას.

    ნიუპოსტი

     

     


  • loading...