ხეების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა  საკუთარი დენდროლოგიური პარკისთვის ჩიბათში მინდვრის საფარი გადათხარა-პროტესტი სოფელ ჩიბათში [ვიდეო]
2018-11-07 16:23:24
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს აპროტესტებს. მათი ინფორმაციით, ყოფილ პრემიერს, სავარაუდოდ საკუთარი დენდროლოგიური პარკისთვის მინდვრის საფარი მიაქვს, რაც ავტომატურად სოფელსა და რიონისპირას მცხოვრებ მესაქონლეებს საძოვრის გარეშე ტოვებს.

     

    "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ადგილზე მისვლისას წასაღებად გამზადებული მინდვრის საფარი დახვდა. ჩიბათში აცხადებენ, რომ მოსახლეობა დაშინებულია და პროტესტის ღიად დაფიქსირების ეშინიათ.

    „აქ მყოფმა მეჯოგეებმა გამოიძახეს 112, რომლის მოსვლის შემდეგ, იმათმა მოსახლეობას უთხრეს, რომ აზრი არ აქვს, ამას მაინც გააკეთებენ, რადგან პირდაპირი დავალება არის ბიძინა ივანიშვილიდან, რომ ეს ბუნებრივი საფარი  ამოიღონ ჯიბათის ტერიტორიაზე. ვერ გეტყვით, თავის დენდროლოგიური პარკის კეთილმოწყობისთვის სჭირდება თუ სხვა მიზნისთვის,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძის ლანჩხუთის საარჩევნო შტაბის წევრმა, ლელა ჩახვაძემ. 

    ვიდეო იხ მოცემულ ბმულზე HTTP://RUSTAVI2.GE/KA/NEWS/118203?FBCLID=IWAR2KBBMKBJGOFBNM-E4Z_1_GKNVEHZNJDIJF5BKJ87PBQFUA3X-YAZIHAQQ



  • loading...