ბედუკაძის და სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებული წითელაშვილის 7 ნოემბრის აქციაზე ოცნება  მისვლას არ აპირებს
2018-11-07 09:16:52
  • „ადამიანი თვითონ გადაწყვეტს... ამხელა კაცს ვინ უკარნახებს წავიდეს თუ არა. როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, ისე მოიქცევა," - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი კითხვას, დაესწრება თუ არა „ნაცმოძღაობის" წინააღმდეგ ხვალ დაგეგმილ აქციას „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

    აქცია 7 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზეა დანიშნული. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თავად მისვლას გეგმავს, თუმცა, არ იცის რა გეგმები აქვთ „ოცნების" სხვა წევრებს.

    „მე ვეტერანი გახლავართ და უნდა წავიდე. სხვა რას გააკეთებს არ ვიცი. 7 ნოემბრის აქცია საზოგადოების დაანოსნებულია," - დასძინა მან.

    უმრავლესობის დეპუტატი შოთა ხაბარელი 7 ნოემბრის აქციას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ „სისხლიანი რეჟიმი" ყველას უნდა ახსოვდეს.

    „რა თქმა უნდა, 7 ნოემბრის აქციას მხარს დავუჭერ. ქვეყანაში არცერთ ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს 7 ნოემბერი, 26 მაისი და ის სისხლიანი რეჟიმი," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

    უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ნუკრი ქანთარია აღნიშნავს, რომ ეს აქცია საზოგადოების დაანონსებულია და უმრავლესობას „სხვა გეგმებიც აქვს."

    „საზოგადოებამ თვითონ დააანონსა, თვითონ გადაწყვიტა. ასე რომ, ჩვენ სხვა გეგმებიც გვაქვს. შესაძლოა რომელიმე მივიდეს, არ ვიცი. ეს არის საზოგადოების ინციციატივით და ძირითადად, მოსახლეობა იკრიბება. რამდენადაც მე ვიცი, იქ პოლიტიკოსები არ იქნებიან," - დასძინა ქანთარიამ.

    უმავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი კი რაიმე ორგანიზებულ ღონისძიებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ მისვალა-არ მისვლის საკითხს უმრაველსობის წევრები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ.

    „რამდენადაც ვიცი, ეს საზოგადოებრივი ინიციატივაა და არა პარტიული. არ ვიცი, ვინმე თუ მოვა. რამე ორგანიზებული მისვლა არ იგეგმება და ინდივიუადურად ვინ მივა არ ვიცი," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.



  • loading...