ქვეყანა დიდ კრიზისში შედის-მოქალაქეებს, დენის საფასურის წინასწარ გადახდა დაევალება ხოლო გაზი 5 თეთრით გაძვირდება და 6 წლის წინანდელ ფასს დაუბრუნდება
2018-11-07 07:39:09
  • მოქალაქეებმა თელასისგან შეტყობინება მიიღეს, რომ სამი ვადაგადაცილების შემთხვევაში ვალდებულები იქნებიან, მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფი წინასწარ დაფარონ.

    მოქალაქეები, რომლებიც გაჭირვების გამო დენის საფასურს დროულად ვერ იხდიან, ამბობენ, რომ 21-ე საუკუნეში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

    თელასის მიერ გაგზავნილ SMS-ში აღნიშნულია, რომ დედაქალაქის ენერგოგამანაწილებელი კომპანია აბონენტის მიერ წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის მაჩვენებლიდან თვიურ ნორმას დაადგენს და მოქალაქე იძულებული იქნება, თანხა წინასწარ გადაიხადოს.

    გადაწყვეტილება, რომელის შესახებაც თელასმა აბონენტები გააფრთხილა, სემეკმამიიღო.

    მარეგულირებელმა კომისიამ კიდევ ერთი გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. სემეკმა ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი დეკემბერში უნდა დაადგინოს, რომელიც გაუფასურებული ლარის ფონზე, დიდი ალბათობით, გაიზრდება.

    ექსპერტებს გაზზე ტარიფის გაზრდა გარდაუვალ პროცესად მიაჩნიათ. სპეციალისტები ლარის კიდევ მეტად გაუფასურების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ელექტრო ენერგიაც გაძვირდეს. 

    დიდი ალბათობით, მოსახლეობას გაზის გადასახადი გაუძვირდება. სავარაუდოდ, ტარიფი 6 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდება და 1 კბ/მ 50 თეთრი გახდება. ლარი უკვე ისეთ ზღვარზეა, როცა გადასახადის შენარჩუნებაზე საუბარი თითქმის შეუძლებელია. სემეკში ამ ეტაპისთვის შესულია განცხადება ბუნებრივი აირის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით. მარეგულირებელი კომისია მოსალოდნელ გაძვირებას არ ადასტურებს, მაგრამ არც გამორიცხავს.



  • loading...