დიდი დაძაბულობა ივანიშვილ-ზურაბიშვილს შორის - გუნდი გაიყარა, გამქრალი ზურაბიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს
2018-11-07 06:54:01
  • საპრეზიდენტო კანდიდატი რომელსაც , მედია უკვე რამოდენიმე დღეა ეძებს და ფაქტიურად გააქრა,გავცელებული ინფორმაციით ის კლინიკაში მოხვდა, არსებული ინფორმაციით კლინიკაში გადაყვანის მიზეზი გადაღლა იყო, ამ  დროისთვის უცნობია ზურაბიშვილი კლინიკაშია თუ გაწერეს ასევე  უცნობია სინამდვილეში რა გახდა მისი კლინკაში  გადაყვანის მიზეზი.

    ბიძინა ივანიშვილის მიმართვასა და მმართველი პარტიის შიგნით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა "არჩევანის" ეთერში პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ.

    მისი შეფასებით, ივანიშვილის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ქვეყნის მართვა იმ ხალხთან ერთად კი არ დაიწყო, ვისთან ერთადაც ხელისუფლებაში მოვიდა, არამედ სხვა პირებს გადასცა ძალაუფლება.

    „დღეს ხელისუფლებასა და ძალაუფლებას შორის დისბალანსი ამ უხეირო პოლიტიკური სისტემის გამო არის,“ - ამბობს დუმბაძე.

    მურმან დუმბაძე აღნიშნავს, რომ მეორე ტური ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე კვალავ განაგრძო მოსახლეობასთან შეხვედრები მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილი „დამალულია“.

    „ივანიშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის არის დიდი დაძაბულობა, გუნდი გაიყარა, ეს ქალი გადამალეს,“ - ამბობს დუმბაძემ.

    მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას კანდიდატურა, ან ბიძინა ივანიშვილმა აღიაროს დამარცხება.



  • loading...