სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებული პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი და სახალხო მოძრაობა  არა ნაციზმს ხვალ რუსთაველზე აქციას გამართავს
2018-11-06 14:51:05
  • სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ რუსთაველის გამზირზე ხვალ აქციას,სახელწოდებით - „გვახსოვს 7 ნოემბერი" გამართავს. როგორც მოძრაობისწევრი ია მეტრეველი ამბობს, მსვლელობით ისინი პარლამენტისშენობასთან მივლენ, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერს მოშიმშილეები დაარბიეს. ინფორმაციას სააგენტო"ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

     

    "ჩვენი საზოგადოება ხვალ ვიკრიბებით ოპერის წინ, 16:00 საათზე და ვაწყობთ აქციას, რათა გავიხსენოთ 7 ნოემბერი. მოგიწოდებთ ყველას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდით და იყავით ძალადობის მსხვერპლი, გულიშეგტკიოდათ იმ ყველაფერზე, რაც მაშინ ქვეყანაში ტრიალებდა, ყველა ერთად შევიკრიბოთ და ყველამ ერთადვუთხრათ არა ძალადობას, არა სააკაშვილის რეჟიმს და არა უსამართლობას. ეს მეტად მნიშვნელოვანია იმვითარებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება.

    მოგიწოდებთ, ყველანი შევიკრიბოთ ოპერის წინ. შემდეგ შევუერთდებით რუსთაველის თეატრში მიმდინარეანალოგიურ აქციას. იქ საზოგადოება 14:00 საათზე იკრიბება. ასეთი აქციები ასევე სხვადასხვა ადგილზეადაგეგმილი. შემდეგ ყველა ერთად მსვლელობით გავივლით რუსთაველს, სადაც მოხდა ჩვენი დარბევა", - თქვა იამეტრეველმა.

    აქციას შეუერთდება სამშობლოს ღალატისთვის გასამართლებული პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი შეგახსენებთ რომ ტრისტან წითელაშვილი 2009 წელს  სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლეს.



  • loading...