კალაძეს და კობახიძე თანამდებობას ტოვებენ- გავრცელებული ინფორმაცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ დაადასტურა
2018-11-06 11:29:13
  • მმართველ გუნდში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები პარტიის გენერალურ და აღმასრულებელ მდივნებს შეეხება, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე პარტიულ თანამდებობებს დატოვებენ, თუმცა პოლიტსაბჭოში დარჩებიან.

    ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საკუთარ მიმართვაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემაც დაადასტურა. ბიძინა ივანიშვილს გვარები არ დაუკონკრეტებია თუმცა განაცხადა, რომ პარტიაში ძირეული ცვლილებები იგეგმება.



  • loading...