ეგ კაცი უნდა გატყავდეს!- 8 წლის გოგონას ბაბუას ტელეფონიდან ამოღებული შემზარავი ვიდეომასალა ანახეს
2018-11-05 18:14:55
  • გორში სასტიკად მოკლული 8 წლის ბავშვის, ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრები დღეს პოლიციაში იმყოფებოდნენ, ნანა ბერიაშვილის მამას და ბაბუას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის ტელეფონიდან ამოღებული ფოტო და ვიდეომტკიცებულებები აჩვენეს. მასალაგოგონას მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული. 

    „საჯაროდ უნდა დაიწვას. მე ვიწყებ გორიდან, გორელებო, გვერდზე დამიდექით. ეგ კაცი უნდა გადმოგვცენ... ლინჩის წესით კი არა, უნდა გატყავდეს იმიტომ, რომ შვილი მომიკლეს. ზუსტად მაგ ჩანაწერებიდან გამომდინარე, უნდა დაიწვას, ვისაც შვილი ჰყავს მე ყველას ვეუბნები, ვისაც თავზე ხელი აქვს ბავშვისთვის გადასმული, ყველანი დამიდექით გვერდზე“- განაცხადა მოკლული გოგონას ბაბუამ ხვიჩა ბერიაშვილმა.

    ჩანაწერები ნახა ადვოკატმაც, რომელიც ვიდეოფაილის შინაარსობრივ ნაწილზე საუბარს ერიდება. ცნობილია, რომ ჩანაწერში ფიგურირებენ მხოლოდ იაგო ნებიერიძე და 8 წლის ნანა ბერიაშვილი, რომელიც კადრების გადაღებისას ჯერ კიდევ ცოცხალია.



  • loading...