შოკისმომგვრელი პედოფილიის ფაქტი-ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანის მიმართ – შსს-მ გამოძიება დაიწყო [ფოტომასალა]
2018-11-05 17:44:02
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შსს-მ მიაწოდა.

    გავრცელებულ ფოტომასალებში ასახულია ახალგაზრდა მამაკაცის და სავარაუდოდ არასრულწლოვანის მიმოწერა სოციალურ ქსელში. ახალგაზრდა მამაკაცს პროფილის ინფორმაციაში სამუშაო ადგილად შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვს მითითებული. შსს-ს განცხადებით, მსგავსი პერსონალური მონაცემებით, გვარით და სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ ჰყავს და არც ჰყოლია.

    ასევე სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცისი თანახმად ნოდარ გობაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის მაჟორიტარი დეპუტატია.

    newsmakers.ge



  • loading...