თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ  რომ იანვრიდან პენსიონერებს  20 ლარი ემატება და გაუხდებათ 200 ლარი პენსია აზრზე ხართ?
2018-11-05 10:47:38
  • საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გუგული მაღრაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა კლასიკურ საარჩევნო კამპანიას ბევრი რამ დააკლო, რის კომპენსირებასაც ახლა შეეცდება.

    როგორც მაღრაძე ამბობს, არსებობს საარჩევნო კამპანიის კლასიკური მეთოდი, რასაც მმართველი გუნდი მეორეტურის წინ მიმართავს.

    „ამას უნდა მთელი ფსიქოლოგია, მთელი სოციოლოგია. უფრო აქტიურად გამოვიყენებთ ყველა ხერხს. საუბარიაიმაზე, რაც არსებობს. კლასიკა არსებობს.  არსებობს კლასიკა, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, ჩვენბევრი რამ დავაკელით ამ საარჩევნო კამპანიას, ახლა გამოვიყენებთ ყველა ხერხს და მეთოდებს, რაც ოფიციალურადმთელ მსოფლიოში იყენებს პარტიულები.

    ეს არის შეხვედრები, ეს არის მესიჯბოქსები, ეს არის ტელევიზიაში როლიკები, რომ გააგებინო ადამიანებს, არ იყოისე როგორც არის საჭირო, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პენსიონერთა ნაწილმა არც იცოდა, რომ იანვრიდან ემატება20 ლარი და გაუხდებათ 200 ლარი პენსია? რაც ჩვენ გავაკეთეთ გავაგებინებთ და ასევე ნათლად ავუხსნით,რატომუნდა დაგვიჭიროს მხარი –  ეს არის კლასიკა საარჩევნო კამპანიის,“-ამბობს მაღრაძე.

    მეტრონომი

     



  • loading...