სასწრაფოდ-ახალი სკანდალური ჩანაწერი-მირზა სუბელიანი მზად იყო, სააკაშვილი მოეკლა, ახლა კი სუბარს და კახიშვილს ემუქრება
2018-10-17 17:11:04
  • მირზა სუბელიანი მზად იყო მოეკლა მიხეილ სააკაშვილი, ახლა კი ემუქრება სოზარ სუბარს და კახი კახიშვილს - კიდევ ერთი ფრაგმენტი ციხეში ჩაწერილი საუბრიდან.

    21:00 საათზე კიდევ ერთი სკანდალური ფარული ჩანაწერი გასაჯაროვდება, სადაც მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძე საუბრობენ.

    აუდიოფაილიდან გაიგებთ როგორ ემუქრებოდა და აშანტაჟებდა ხორავას ქუჩის საქმის გამო ყოფილი პროკურორი ხელისუფლებას და ვისი გავლენით არ გადადგა რადიკალური ნაბიჯები "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

    რას მოითხოვდა ის დაკავებამდე და როგორ ათანხმებდა პატიმრობის პირობებს. რაზე იყო წამსვლელი სუბელიანი და რა გეგმები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

    მირზა სუბელიანი საუბრობს კომპომატებზე - სანამ მიირებდა გადაწყვეტილებას, რომ ციხეში წასულიყო ის შეხვდა კახა კახიშვილს და უთხრა, რომ განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუქვეყნებდა 2013 წელს გაკეთებულ ფარულ ჩანაწერს, ახეენებს "ზეტს" რაც მიანიშნებს კახიშვილს, რომ იმ პერიოდში ის ფარული მიყურადების ობიექტი იყო. ახსენებს ლალი მოროშკინას და კახიშვილის სატელეფონო საუბარს, ის ჯაფარიძეს ეუბნება, თუ მისი პირობები არ შესრულდება, მზად არის რომ ჩანაწერი გამოაქვეყნოს.

    საუბრობს ომეგას მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერზე - რაც იმას ნიშNავს, რომ ეს კონკრეტული ფარული ცანაწერი უფრო გვიან არის ჩაწერილი, ვიდრე წინა.

    ამავე ჩანაწერშ მირზა სუბელიანი ამბობს, რომ მობილური ტელეფონი აქვს გაგზავნილი გერმანაიში, გეგმავს ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა, რითიც დაამტკიცებს რომ მას აქვს ასევე მიმოწერა მიხეილ შაყულაშვილთან და თუ საჭირო გახდება, ამასაც გაასაჯაროვებს.

    წყარო: "კურიერი"

    newposts.ge



  • loading...