ის მონსტრი იყო - გარდაცვლილის დედა შვილის დაღუპვით კმაყოფილია
2018-10-17 15:37:04
  • p.

    რამდენიმე დღის წინ 34 წლის ბრიტანელი სამთო ველოსიპედისტისაფრანგეთის ალპებში მონადირეს ემსხვერპლა. მას მონადირის ტყვიამაშინ მოხვდა, როდესაც შვეიცარიის საზღვართან ახლოს, ტყის მასივისგავლით მიდიოდა. დაღუპულის, მარკ სატონის დედამ სოციალურქსელში დაწერა, რომ ამის გამო არ წუხს და იმედოვნებს, რომ მისი შვილი „ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება“. ამისშესახებ Independent-ი წერს.

     

    „ჩემი ერთადერთი იმედგაცრუება ისაა, რომ ასე სწრაფად მოკვდი. თუ ვინმე ფიქრობთ, რომ ეს ყალბი გვერდია, გეტყვით, რომ მე სწორედ ის ქალი ვარ, ვინც ის გააჩინა. ის მონსტრი იყო“ - დაწერა დაღუპული ბიჭის დედამ.

     

    ბიჭის დედამ განმარტა, რომ მისი შვილი წლების განმავლობაში გოგოებზე ძალადობდა და აუპატიურებდა. 

     

    ქალის თქმით, არასდროს უფიქრია, რომ მისი ვაჟი მოძალადე იყო და ეს მხოლოდ მაშინ შეიტყო, როცა ბიჭი 17 წლის იყო. ქალის თქმით, ამის შესახებ შვილის ერთ-ერთი მსხვერპლისგან შეიტყო, თუმცა ის პოლიციას არასდროსდაუჭერია. 

    ერთ-ერთმა სავარაუდო მსხვერპლმა კი, მედიასთან საუბრისას დაღუპულ ბიჭზე თქვა:

     

    „მან მე პირველად 8 წლის ასაკში გამაუპატიურა. მემუქრებოდა, თუ ვინმეს ამის შესახებ მოვუყვებოდი, ყველამე შემიძულებდა და არავინ დამიჯერებდა. ამას რამდენიმე კვირაში ერთხელ აკეთებდა. დაახლოებით 100-ჯერდამესხა თავს. მე ძალიან შეშინებული ვიყავი“ - თქვა გოგომ. 

    იმედინიუსი



  • loading...