სასწრაფოთ დიდი სკანდალი-ციხის თანამშრომელი,რომელმაც სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო - გუგული მაღრაძის დისშვილია
2018-10-17 10:30:13
  • ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, გლდანის ციხის ის თანამშრომელი, რომელმაც სუბელიანისა და დეპუტატის საუბარი ჩაიწერა და გამოიტანა, ქართული ოცნების წევრის, გუგული მაღრაძის დისშვილია. ამის შესახებ ელისო კილაძე ფეისბუქში წერს.

     

    „ყურადღება-სკანდალი ! გლდანის ციხის თანამშრომელი ი.პ., რომელმაც მირზა სუბელიანის ჩანაწერი თავის თავზე აიღო-გუგული მაღრაძის დისშვილია?!(ჩანაწერში თავად ასე ამბობს). - წერს კილაძე.

     

    კომენტარებში კილაძეს შეახსენეს, რომ გავრცელებული ცნობით, გუგული მაღრაძეს და საერთოდ არ ჰყავს. თუმცა, კილაძე განმარტავს, რომ ჩანაწერში თავად ციხის თანამშრომელი აღნიშნავს, რომ გუგული მისი დეიდაა.

    .

    „წერეთ და იკითხეთ-ჩანაწერი მაქვს, სადაც ი.პ. ამბობს გუგული ჩემი დეიდააო ქოცები რას წერენ საინტერესო აღარაა ! ასეა, ჩანაწერებით მოსულები, ჩანაწერებით მიდიან, “ - აღნიშნავს კილაძე.

    .

    პროკურატურა ირწმუნება, რომ რუსთავი 2-ის მიერ გასაჯაროებული ჩანაწერი, რომელიც ციხეშია ჩაწერილი, პირადი ცხოვრების კადრების მუქარით დაშინებულმა ციხის ერთერთმა თანამშრომელმა ჩაიწერა და გაავრცელა. თანამშრომელს დიალოგის ჩაწერა უცნობმა მუქარით აიძულა.

     

    image



  • loading...