სუბელიანს თავი მაშინ უნდა მოეკლა, როცა მისი შვილის გამო ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი მოკლეს
2018-10-16 13:08:29
  • პროკურატურის მიერ გავრცელებულ დღევანდელ ჩანაწერში, მირზასუბელიანი აბობს რომ ზაზა სარალიძემ ფული აიღო ნაკაიძისგან , უდესიანისგან და კეზერაშვილისგან.

    ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად “მეტრონომი” ზაზა სარალიძეს დაუკავშირდა.

    როგორც, სარალიძემ “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, ამ ჩანაწერებს ყურადღებას არ აქცევს, რადგან ყელაფერიტყუილია.

    “სუბელიანის ახალ ჩანაწერებზე რა ვთქვა აღარ ვიცი. ფული თუ მაქვს აღებული სად წავიღე? როდესაც “რუსთავი2″- ზე გამოვიდა პირველად ჩანაწერები, პროკურატურამ განმარტება გააკეთა, რომ 12 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება.  დღეს კი 16 ოქტომბერს გამოდის ახალი კადრები, რომელშიც ნახსენები ვარ მე, რომ თითქოს თანხები მაქვსაღებული კეზერაშვილისგან ნაკაიძისგან და უდესიანისგან. პარალელურად ვრცელლდება ინფორმაცია, რომსუბელიანმა თავის მოკვლა სცადა და თან პროკურორები შედიან მასთნ დაკითხვაზე. ჯერ დაკითხეს ვიქტორჯაფარიძე და მთავარი მოქმედი პირი არა და დღეს კითხავენ სუბელიან. ესე იგი უკვე ფალსიფიცირებულიაყველაგერი.

    გუშინ როდესაც ჯაფარიძე დაკითხეს, ეკა ბესელია ჩუმად იმყოფებოდა პროკურატურაში და განმარტება გააკეთა, რომ რაღაც საკითხებზე იყი თადუმაძესთნ მისული. ეს იყო გუშინ გამზადებული ჩანაწერეი რომლითაც ცდილობსხელისუფლება თავი გამოიძრინოს შემნილი სიტუაციიდან.

    მე პირადად ნაკაიძეს არ ვიცნობ. ეს ჩანაწერები ემსახურება იმას, რომ ხალხმა ტალახი მესროლოს. ეს არავისგამოუვიდა, რომ ლაფში ამომსვარონ და არც არასდროს გამოუვათ. სიმართლე გითხრათ არანაირი ყურადღება არმიმიქცევია ამ ჩანაწერისთვის, იქ არ მაქვს აღებული, ისიც იციან რა ცხოვრებით ვცხოვრობ და რა ვალებში ვარ” – განაცხადა ზაზა სარალიძემ “მეტრონომთან” საუბრისას.

    სარალიძემ ჩვენთან საუბრისას მისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

    ჩვეულებრივად ვაგრძელებ აქციას და მოვითხოვ, რომ მკვლელები უნდა იყვნენ დასჯილები. მირზა სუბელიანიუმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი. მისი თვითმკვლელობის მცდელობის ამბავი სპეციალურად ათქმევინეს  ადვოკატს. თავის  მოკვლა თუ უნდოდა სუბელიან მაშინ უნდა მოეკლა როცა გაიგო, რომ მისი შვილის გამოგარდაიცვალა ჩემი შვილი და ლევნ დადუნაშვილი. დღეს მას თავი აღარ აქვს მოსაკლავი. მას იმის ვაჟკაცობა უნდაეყოს რომ ადგეს და აღიაროს მისი დანაშაული და როგორ გაანადგურა ამ საქმის ყველა მტკიცებულება.  მისისუიციდის მცდელობის ამბავი ხელისუფლების ნარატივია, რომ ის შევიცოდით. მაინც ვერაფერს მიაღწევენ და მანამვიდგები აქ სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება და ყველა დამნაშავე არ იქნება დასჯილი” – განაცხადა“მეტრონომთან” საუბრისას ზაზა სარალიძემ.

    მეტრონომი



  • loading...