სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ, რომლებსაც შეუძლიათ ისეთივე ზემოქმედება მოახდინონ როგორც ციხის ცნობილმა კადრებმა 2012 წელს.
2018-10-16 12:31:59
  • p.

    ისტორიკოსი ზურაბ დათუაშვილი საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

     


    „სახელმწიფო მოხელეთა მონაწილეობით ჩადენილი დანაშაული ყველგანხდება, მათ შორის, - ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც. ესყველამ კარგად იცის, თუმცა, არსებობს რაღაც ზღვარი, რომლისზემოთაც საქმე გვაქვს მაღალჩინოსანთან არა ერთეულ, თუნდაც ათეულკანონდარღვევასთან, არამედ ხელისუფლების სისტემურ ხრწნასთან.

     

    როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ამ სტადიას მივაღწიეთ, რაც ასე თვალსაჩინო იყო წინა ხელისუფლების მმართველობისბოლო წლებში. ოქუაშვილი-ყიფიანის და სუბელიანის ფარული ჩანაწერები (ვისაც მათ ავთენტურობაში ეჭვიგეპარებათ, შემიძლია ნეტარი ღიმილის სმაილიკით დაგაჯილდოვოთ) ამის ნათელი დასტურია.

     

    დიახ, სამწუხაროდ, საქმე გვაქვს სახელისუფლებო სტრუქტურების ლპობის სისტემურ, უკვე ქრონიკულ პროცესთანდა სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ მმართველმა გუნდმა ამისი შეჩერება შეძლოს.

     

    სავარაუდოდ, არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე ასეთ, ან უფრო სკანდალურ ჩანაწერს ვიხილავთ, რომლებსაცშეუძლიათ ისეთივე ზემოქმედება მოახდინონ მოსახლეობის განწყობაზე, როგორც ციხის ცნობილმა კადრებმა 2012წელს. ესაა ლოგიკური შედეგი კოჰაბიტაციად წოდებული სრულიად გაუმართლებელი პოლიტიკური კურსისა,რომელსაც ხელისუფლებაში მოსული ახალი სახეების ღორული გაუმაძღრობა და დაუსჯელობის სინდრომიდაემატა.

     

    ძალიან მწყინს, ამას რომ ვამბობ ხელისუფლებაზე, რომელსაც 2012 წელს მხარი დავუჭირე და, მწარეიმედგაცრუების მიუხედავად, 2016 წელსაც დავუჭერდი მხარს, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა რომმქონოდა. ამ ქვეყანამ და ხალხმა რა დააშავა, თორემ თქვენ რისი ღირსიც ხართ, კარგად ვიცი ბატონებო...“ - წერს ზურაბ დათუაშვილი.

     

     



  • loading...