სკანდალი რომელიც საქართველო შეძრა გრძელდება-რა კავშირი აქვს ეკა ბესელიას სუბელიანთან და რატომ ფიგურირებს ბესელიას სახელი სკანდალურ ფარულ ჩანაწერებში?
2018-10-16 10:58:23
  • ეკა ბესელიამ ვერ გაიგო რატომ ახსენა მირზა სუბელიანმა მისი სახელი და გვარი უდოს კომისიასთან მიმართებაში.

    იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ სუბელიანს ეს დავალება ვინმესგან მიეღო. ბესელიას განცხადებით, სუბელიანის ნათქვამი ფრაზა გაუგებარია, თუმცა წინააღმდეგი არ არის, რომ სუბელიანმა ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით ისაუბროს.

    „რას ამბობს ჩემს ნაწილთან დაკავშირებით? რას ამბობს, რას? მე ვერ გავიგე, რას ახსენებს!.. მე არ ვიცი რას გულისხმობდა, ჩემთვის გაუგებარი კონტექსტია. არ ვიცნობ ამ ადამიანს, არ მინახავს ეკრანის გარდა. ვერ გავიგე საერთოდ რა არის, ვინმემ დაავალა და ამიტომ ახსენა, თქვენი სურვილი იყო და იმიტომ ახსენა, მან რატომ ახსენა არ ვიცი, ამიტომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

    მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თავად აძლევთ კონტექსტს და აკეთებთ ამის ინტერპრეტაციას, ისე როგორც გვარამიას ესიზმრება, მე სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე კონტექსტი, მაგრამ რომ არ დარჩეს ბუნდოვანი ამიტომაც ეს კითხვაც დაისვას, და საერთოდ, რასაც ამბობს ყველაფერი გაირკვეს,“-ამბობს ბესელია.

    საუბარია 14 ოქტომბერს, გლდანის ციხიდან გავრცელებულ ჩანაწერზე, სადაც მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობისბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.

    სუბელიანი ჩანაწერში სხვადასხვა გახმაურებული საქმეების გამოძიების ფარგლებში მოწმეებზე ზეწოლაზე, დაშინებაზე და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

    ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მას უამრავი ინფორმაცია აქვს მათ შორის ბესელიასა და უდოს კომისიასთან დაკავშირებულ გარიგებებზე.



  • loading...