საარსებო მინიმუმი კიდევ შემცირდა
2018-10-16 07:25:31
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სექტემბერში საარსებო მინიმუმი, აგვისტოსთან შედარებით  შემცირდა. შედეგად, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 170,2 ლარით განისაზღვრა, ხოლო საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი 150,7 ლარი.

     

    საქსტატის მონაცემებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 285.4 ლარია, ორსულიანი ოჯახის – 241.1 ლარი, სამსულიანის – 271.3 ლარი.



  • loading...