ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
2018-10-16 06:13:55
  • p.

    მარნეულში 30 წლამდე კაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზეგარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია იმედი.


    უბედური შემთხვევა მარნეულში, ე. წ. მაღალაშვილის ხიდის მიმდებარეტერიტორიაზე გუშინ მოხდა.

     

    არსებული ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზის ლიანდაგებზე იჯდა და მატარებლის მემანქანის ხმოვანი სიგნალისმიუხედავად, ტერიტორია არ დატოვა. მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

     

    საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობისუსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობაგამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს.

     

    sputnik-georgia.com



  • loading...