აკრახიძე ზურაბიშვილისთვის შეწირულ 50 000-ზე: მე ვისისხე ეს ფული ვალია ვალი !ჩემს გოგოს და მეგობრებს გამოვართვი
2018-10-15 20:18:41
  • “დანაზოგი მაგდენი არ მქონდა, ამიტომ ჩემს გოგოს და მეგობრებს გამოვართვი, შევასრულე 50 000 ლარი და ისე გადავურიცხე ქალბატონ სალომეს”, — განუცხადა გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ რადიო “მოზაიკას” სალომე ზურაბიშვილისთვის შეწირული თანხის შესახებ კითხვის პასუხად.

    მაკრახიძემ სექტემბრის დასაწყისში რადიო “მოზაიკასთან” უარყო ზურაბიშვისთვის შესაძლო დახმარებაზე ცნობები და განუცხადა, რა წვლილი უნდა შევიტანო ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში, სად მაქვს მაგის სახსრებიო, თუმცა 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულმა შემომწირველთა სიამ აჩვენა, რომ მაკრახიძემ ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა.

    მაკრახიძე შპს “იბოლიას” მეწილეა. ის  “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი გორში  “ქართული ოცნების” მაჟორიტარი გახდა.

    “საერთოდ, რასაც ვაკეთებ, მერე აღარ ვნანობ ხოლმე”, უთხრა “მოზაიკას” დეპუტატმა, რაზეც რადიომ შეახსენა მის მიერ ენმ-ის დაფინანსება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ თანხა არა სააკაშვილს, არამედ მაშინდელ მმართველ ძალას გადაურიცხა, იუწყება გორის სათემო რადიო.

    http://netgazeti.ge



  • loading...