ვის ჩაარტყამს თავში, მე? თაკო ჩარკვიანს თუ რუსიკო ფეტვიაშვილს? თუ ნინო ანანიაშვილს? - პაატა ბურჭულაძე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ
2018-10-15 19:42:38
  • რა გაუკეთებია ირაკლი კობახიძეს ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ თავში ჩაგვარტყამს? - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ გადაცემა "არჩევანის" ეთერში განაცხადა.
    მომღერალმა პარლამენტის თავმჯდომარის ის სიტყვები მოიყვანა, სადაც ირაკლი კობახიძე ოპოზიციას 28 ოქტომბრის არჩევნებში "თავში ჩარტყმით" ემუქრება.
    "საიდან მოჰყავს ბიძინა ივანიშვილს ეს ხალხი? რა უნდათ ამ ადამიანებს? ახალგაზრდა კაცი გამოდის და იძახის - მე მათ თავში ჩავარტყამ... ჯერ ერთი მან უნდა იცოდეს, რომ ის არის არა ქართული ოცნების, არამედ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენ ყვალანი მისთვის ვართ პატივსაცემი ადამიანები. ვის ჩაარტყამს თავში მე ჩამარტყამს, რადგან გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი ვარ? თაკო ჩარკვიან ჩაარტყამს თუ რუსიკო ფეტვიაშვილს, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს აძლევს ხმას, ვის, ნინო ანანიაშვილს ჩაარტყამს? რა გაუკეთებია ამ ადამიანს ამ ქვეყნისთვის, რომ ჩვენ თავში ჩაგვარტყამს? სად გაიხარდა, რა ოჯახში, ვინ გაზდარდა?" - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

    newposts.ge



  • loading...